IOM - Informed Migration
ინფორმირებულიმიგრაცია,უსაზღვროშესაძლებლობები
MENU

დროებითი შრომითი მიგრაცია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ხელს უწყობს კანონიერი დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებას, რაც უკანონო მიგრაციის ალტერნატიული გზაა.

ევროკავშრის მხარდაჭერით IOM მუშაობს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შრომითი მიგრაციის მართვისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სფეროში, ასევე კონკრეტულ პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დროებით კანონიერ დასაქმებაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს უცხოელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიის შესაბამისი პროფილის, გამოცდილებისა და უნარების მქონე პოტენციური შრომით მიგრანტების დახმარებას დამსაქმებელთან დაკავშირებაში,  საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, გამგზავრების ორგანიზებაში.  ყველა შრომით მიგრანტს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი.

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ამ ვებ-გვერდზე, ისე დასაქმების სხვა ვებ-გვერდებზე.

მიმდინარე ვაკანსიები - ამ ეტაპზე ვაკანსიები არ არის 

გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები შრომითი მიგრანტებისთვის

შრომით მიგრანტებს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მიეწოდებათ ინფორმაცია მიმღებ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების დროებითი კანონიეროი დასაქმების შესაძლებლობების, მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების შესახებ, ასევე ინფორმაცია მიმღები ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების, გამგზავრების, ჩასვლისა და ცხოვრების პირობების, ეროვნული კულტურისა და ეტიკეტის შესახებ, რომელთა ცოდნა მათ დაეხმარება წარმატებულ შრომით საქმიანობასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.

ფორსმაჟორულ მდგომარეობას განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს შრომით მიგრანტებზე. COVID-19-ის დროს, უმეტესად ევროკავშირის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქე შრომითი მიგრანტები განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. 

გაწევრიანდი ჩვენს FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში" და მიიღე ყველა შესაბამისი ინფორმაცია ერთ სივრცეში.

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.