IOM საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და ეყრდნობა 4P პრინციპს: დაცვა (protection), ეფექტიანი სისხლის სამართლის დევნის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გაძლიერება (prosecution), პრევენცია (prevention) და NGO-ებთან და საერთაშორისო საზოგადოების სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა (partnership).
პრევენცია გამოსწორებაზე უკეთესია; ამ მიდგომით IOM ატარებს საინფორმაციო კამპანიებს საქართველოში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, მოუწოდებს მოსახლეობას შეატყობინოს შესაბამის დაწესებულებებს საეჭვო შემთხვევების შესახებ და აძლიერებს დაუცველ ჯგუფებს ინფორმაციის მიწოდებით იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ადამიანით მოვაჭრეების რეკრუტირების ტაქტიკისგან.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო.
დახმარების მისახებად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:
IOM-ის ცხელი ხაზი: 291 34 61
სახელმწიფო ფონდი: 116 006
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი: 241 17 14