IOM - Informed Migration
ინფორმირებულიმიგრაცია,უსაზღვროშესაძლებლობები
MENU

IOM პუბლიკაციები

"მეტი მეტისთვის" პროექტის მიღწევების შეჯამება...

"მეტი მეტისთვის" პროექტის მიღწევების შეჯამება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებს საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით" ("მეტი მეტისათვის") ფარგლებში მოხდა საზღვრის ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის სფეროებში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში (VLAP) გაწერილი ძირითადი მიზნების მიღწევების ხელშეწყობა. ევროკავშირის ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროექტმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკების ანალიზის სფეროს განვითარების კუთხით და მასთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან მუშაობის მიმართულებით, ხელი შეუწყო დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციას და ბრძოლას ტრანსნაციო...

საქართველოში მიგრანტების დაბრუნებისა და სარეი...

საქართველოში მიგრანტების დაბრუნებისა და სარეინტეგრაციო დახმარების სისტემა - კონსულტანტის გზამკვლევი IOM-მა 2017 წლის სარეინტეგრაციო დახმარების გზამკვლევი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მის პარტნიორებთან ერთად გამოსცა. ამ პუბლიკაციის საშუალებით დაბრუნებული მიგრანტები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოში მათთვის მოსალოდნელი პირობების შესახებ, რაც მათ საშალებას მისცემს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას ზედმეტი გართულებების გარეშე დაუბრუნდნენ. პუბლიკაცია ასევე წარმოადგენს სახელმძღვანელოს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეხმარებიან დაბრუნებულ მიგრანტებს, რადგან აქ მოცემულია არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების სხვა პარტნიორების მიერ დაბრუნებული მიგრანტებისთვის შეთავაზებული, სამთავრობო სექტორში ხელმისაწვდომი დახმარების პროგრამების ყოვლისმომცველი სია. ამ პუბლიკაციით IOM-მა დაასრულა დ...

ყოვლისმომცველი პუბლიკაცია ადამიანით ვაჭრობის ...

ყოვლისმომცველი პუბლიკაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული მრავალი საქმიანობა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, ადამიანით მოვაჭრეების დანაშაულის ჩადენის ხერხები ვითარდება და შესაბამისად, სახელმწიფოების მოვალეობაა საკუთარი საქმიანობით უპასუხონ მსხვერპლთა საჭიროებებს და უზრუნველყონ სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებობების მიზნობრივი განვითარება. 2015 წლის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცამ, IOM-ის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც...

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.