IOM - Informed Migration
ინფორმირებულიმიგრაცია,უსაზღვროშესაძლებლობები
MENU

პრეს რელისები

ევროკავშირის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს 2019 წელს თელავში აღნიშნავს

2019 წლის 18 ოქტომბერს ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროპის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მე-13-ე დღე ერთობლივი ღონისძიებით თელავში აღნიშნეს.  

აღმოსავლეთ საქართველოს მთავარ ქალაქში ევროკავშირმა და IOM-მა,  ადგილობრივი მთავრობის და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან  ერთად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. ტრეფიკინგი მსოფლიოში ყველაზე სერიოზული ტრანსნაციონალური დანაშაულია და ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი დროის ყველაზე კომპლექსურ გამოწვევას წარმოადგენს.  ღონისძიების ფარგლებში მოხდა იმ გზავნილების გაჟღერება, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავს ამ საშინელი ფენომენის წინააღმდეგ მტკიცე და კოორდინირებული, ინტერდისციპლინარული ზომების მნიშვნელობას. 

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტების შემოწმების მოწყობილობები გადასცა

6,348 ევროს (21,580 ლარი) ღირებულების ტექნიკა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

ღონისძიებაზე თბილისის აეროპორტში გაიმართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 60 ერთეულ მოწინავე სასაზღვრო კონტროლის მოწყობილობა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.   

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა

130,000 ევროს (400,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები მეტად გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა, პროექტის განმახორციელებელ პარტნიორთან - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა საზღვრის მართვის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა.  აღნიშნული მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის  განკუთვნილ საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების სიღრმისეული შემოწმებისთვის საჭირო დახვეწილ აღჭურვილობას და ორ ყოვლისმომცველი კომპიუტერული პროგრამების კომპლექტს, რომლებიც საშუალებას მისცემენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს სიღრმისეულად გამოიძიონ კიბერდანაშაულის შემთხვევები და კიბერსივრციდან ამოიღონ მტკიცებულებები, რაც ამ დრომდე სირთულეს წარმოადგენდა.  

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.