მიმდინარე წლის 10, 11 და 12 დეკემბერს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დიასპორის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ფორუმი მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობას, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას, ბიზნეს კონტაქტების დამყარებას და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ღონისძიების მონაწილეებს - საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და უცხოელ სტუმრებს - საშუალება მიეცათ, გაეცნობოდნენ საქართველოს საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს, ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს.