IOM - Informed Migration
ინფორმირებულიმიგრაცია,უსაზღვროშესაძლებლობები
MENU

სიახლეები

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს პასპორტის წამკითხველი მოწყობილობები გადასცა

2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 63 ცალი ARH Osmond R პასპორტის წამკითხველი გადასცა. ეს უახლესი ტექნიკური საშუალებები განთავსდება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებას და სამგზავრო დოკუმენტების ვერიფიკაციის გაძლიერებას. მოწყობილობები ავტომატურად კითხულობენ და ინახავენ მგზავრის მონაცემებს. მათ შესაძლებლობა აქვთ დაასკანერონ პასპორტის მონაცემების გვერდი და ასევე გააჩნიათ ელექტრონული ჩიპების წამკითხველი. 80,000 ევროს (300,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა კიდევ უფრო გააძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში.

IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის დოკუმენტების შემოწმების შეესახებ ტრენინგი დაიწყო

26 ოქტომბერს IOM საქართველომ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სამდღიანი “დოკუმენტების შემოწმების” ტრენინგი   დაიწყო. IOM-მა აღნიშნული კურსის ჩასატარებლად ნიდერლანდებიდან დოკუმენტების ექსპერტი - ალექს ვან დურენი მოიწვია, რომელიც სხვა თემებთან ერთად მონაწილეებს დოკუმენტების შემოწმების, საიდენტიფიკაციო მექანიზმებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესამოწმებელი ტაქტიკური და ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.