6 მაისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით და ორგანიზებით გაიმართა.
ევროკავშირმა და IOM-მა შსს სასაზღვრო პოლიციას ტექნიკური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადასცეს. გადაცემული ნივთების საერთო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია და ისინი საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო დაეხმარება უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 10 თებერვალს „მიგრაციის ერთიან ანალიტიკურ სისტემასთან (მეას)“ დაკავშირებით ერთობლივი სემინარი გამართეს.
6-8 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ბერძენი ექსპერტის ჩართულობით, ჩაატარა ტრეინინგი თემაზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა.
13 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)"- მმართველი ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.