IOM-ის რესურს ცენტრები - ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით მართავს მიგრანტთა რესურს ცენტრებს თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. ცენტრების მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა უსაფრთხო მიგრაცია და უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვთვლით, რომ ინფორმირებული მიგრაცია უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა და ვცდილობთ, რომ სხვადასხვა არხების გამოყენებით მაქსიმალურად ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობაზე და უვიზო მიმოსვლის პირობებზე....