IOM - Informed Migration
ინფორმირებულიმიგრაცია,უსაზღვროშესაძლებლობები
MENU

უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევა

უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ შენგენის ზონის ტერიტორიაზე ყოველ 180 დღეში მაქსიმუმ 90 დღე გაატარონ. თუნდაც ერთი დღით ვადის გადაცილება არ არის ნებადართული და ისჯება ჯარიმით.  

გამოიყენე შენგენის ზონაში ყოფნის პერიოდის გადამოწმების კალკულატორი და დარწმუნდი, რომ არ რჩები შენგენის ზონის ტერიტორიაზე დაშვებულზე მეტი დროით.

როგორც წესი, ევროკავშირის ქვეყნები არ იძლევა შენგენის ზონის ტერიტორიაზე ყოფნის მიზნის შეცვლის და ხანგრძლივი ვიზის მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პერიოდში. უმეტეს შემთხვევაში, თუ გაქვს სურვილი შეცვალო შენგენის ზონის ტერიტორიაზე ყოფნის მიზანი, უნდა დაბრუნდე საქართველოში და შეიტანო განაცხადი, მაგალითად, სამუშაო, სასწავლო, ოჯახის გაერთიანებისთვის საჭირო ხანგრძლივი ვიზის მისაღებად.  

ფორსმაჟორულ მდგომარეობას განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს მიგრანტებზე. გაწევრიანდი ჩვენს FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში" და მიიღე განახლებული ინფორმაცია ერთ სივრცეში. 

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.