დაცული
საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის
მხარდაჭერა
 
 
Logo
 
პროექტს ახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
 
 
 
   
English  
|
  Georgian
 
 
 
 
 
IOM-ის მიერ ორგანიზებული „ფოსტერ ენდ ფრიმანის“ VSC-40 დოკუმენტების შემოწმების აპარატურის გამოყენების ტრენინგი საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის​
24 - 28 აპრილი 2017

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციას 2016 წლის დეკემბერში 10 VSC40HD/FS აპარატურა გადასცა. აღნიშნული აპარატურა წარმოებულია  დიდ ბრიტანეთში, „ფოსტერ ენდ ფრიმანის“ მიერ; ის განკუთვნილია კონკრეტულად  დოკუმენტების მეორადი ხაზის შემოწმებისათვის და განთავსებულია საქართველოს 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტში: სამ საერთაშორისო აეროპორტში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ლარსის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან, სადახლოს გამშვებ პუნქტში სომხეთთან, წითელ ხიდზე, ლაგოდეხის და ვახტანგისის საზღვრებზე აზერბაიჯანთან და სარფის და კარწახის საზღვრებზე თურქეთთან.

დეკემბმერში ჩატარდა ტრენინგი აპარატურის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ და 2017 წლის 24 – 28 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული აპარატურის გამოყენების ტრენინგი ჩაატარა ლატვიის სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტების ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელმა გუნთა ლაგანოვსკამ. ტრენინგის მიზანი იყო აპარატური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მასში  მონაწილეობდა 14 საპარტულო პოლიციის ოფიცერი სხვადასხვა გამტარი პუნქტებიდან.
 
 
 
IOM-ის "პრეზენტაციის უნარების განვითარების ტრენინგი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის
19 - 21 აპრილი 2017

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თხოვნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2017 წლის 19 – 21 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ თბილისში“ სამინისტროს 7 თანამშრომლისათვის პრეზენტაციის უნარების ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც სამინისტროს ხარისხის კონტროლის და იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლები, ასევე ის ოფიციალური პირები, რომლებიც გადაწყეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ. სამდღიანი ტრენინგის მიზანი იყო იმ თანამშრომლების მხარდაჭერა, რომლებიც სამინისტროს სახელით პრეზენტაციებს გარე აუდიტორიისათვის ატარებენ და ასევე იმ თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლებიც სამინისტროში ტრენინგების ჩატარებაზე არიან პასუხისმგებელნი. კურსი შედგება პრაქტიკული სავარჯიშოებისგან და მისი ძირითადი ამოცანაა ეფექტური პრეზენტაციის ჩატარებისათვის საჭირო უნარების განვითარება. შესაბამისად, ტრენინგის ფარგლებში შვიდმა მონაწილემ მიიღო რჩევები და მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აარიდონ თავი შეცდომებს ტრენინგების და პრეზენტაციების დროს; მათ ასევე გააკეთეს ერთმანეთის პრეზენტაციების ვიდეო ჩანაწერები.

სამინისტროს არაბული ენის სპეციალისტის, ირინე გიორგაძის თქმით: „ეს სამი დღე ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო ჩვენთვის. IOM-ის მიერ ჩვენთვის ჩატარებული წინა ტრენინგის მერე დიდი მოლოდინი გვქონდა, რომელიც გამართლდა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ყველა იმ რჩევას და კონსტრუქტიულ კრიტიკას რაც კურსის მანძილზე მივიღეთ და მზად ვართ ამ მიმართულებით ჩვენი უნარების მეტად განვითარებაზე ვიმუშაოთ“.
 
 
 
IOM-ის მიერ მოწვეული მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოში მიგრაციისა და განვითარების თემაზე
5 - 10 აპრილი 2017

 
5 – 10 აპრილს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მოწვევით საქართველოს ესტუმრა მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, ქ-ნ ქეთლინ ნიულენდი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი შეხვდა სამიზნე უწყებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილა საქართველოში მიგრაციისა და გავნითარების კუთხით არებული შესაძლებლობების გამოყენების გზები. შეხვედრებზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა ფულადი გზავნილები, მჭიდრო თანამშრომლობა დიასპორასთან და (ცირკულარული) კანონიერი შრომითი მიგრაცის ხელშეწყობა. ქ-ნ ნიულენდის მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციებისა და საქართველოსთვის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მონაწილე სააგენტოები განსაზღვრავენ კონკრეტულ აქტივობებს მიგრაციის და განვითარების სფეროში, რომლებიც აისახება 2016 – 2020 წლის მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში. ვიზიტი განხორციელდა მჭიდრო თანამშრომლობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში.
 
 
 
 
IOM-მა თბილისში ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონფერენციას უმასპინძლა
22 - 23 მარტი 2017

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2013 – 2017 წლების „მეტი მეტისათვის“ პროექტის მიღწევების შეჯამების მიზნით IOM 2017 წლის 22–23 მარტს თბილისში ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონფერენციას უმასპინძლა. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენცია საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებამდე ექვსი დღით ადრე გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსებმა. ღონისძიება აქტიურად გააშუქა მედიამ.  კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვიენ სტუმრები ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან, მოლდავეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.   ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში და რეგიონში არსებული საელჩოების წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იყვნენ პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან და  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიიდან. კონფერენციის ფარგლებში მოხდა პროექტის მიღწევების შეჯამება და ასევე საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში ევროკავშირის დაფინანსებით დაგეგმილი ახალი პროექტის მიმოხილვა, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულში დაიწყება.  

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო საქართველოსთვის არის მგზავრთა წინასწარი ინფორმაციის გამოყენების განვითარება და მგზავრთა სახელების ჩანაწერების ანალიზი. დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის "ეროვნული ანალიტიკური ცენტრის" წარმომადგენელთან აღნიშნულ საკითხზე აქტიური დისკუსია გაიმართა. დამატებით მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა თურქეთის საზღვრებზე უცხოელი ტერორისტი მებრძოლები, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ტრეფიკინგი დატვირთულ აეროპორტებში და საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმები. კონფერენციის ბოლოს უცხოელი სტუმრები ეწვიენ სომხეთთან მდებარე სადახლოს სასაზღვრო გამტარ პუნქტს და გაეცნენს შემოსავლების სამსახურის და საპატრულო პოლიციის საქმიანობას.
 
 
 
 

17 მარტი 2017

 
თბილისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, სასაზღვრო სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელები, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP),  გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის შესახებ მისიის (UNODC) დანატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

აღნიშნული ორგანიზაციები ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განვითარების პროცესში და სახელმწიფო საზღვარზე სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ. კონფერენციაზე განიხილეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პროექტებიდა სასაზღვრო პოლიციის სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს. ღონისძიების მიზანი იყო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტურობის გაზრდა, ქმედითი კოორდინაციის მექანიზმის  და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის მუდმივი კომუნიკაციის შემუშავება. 
 
 
 
 
პოლონეთის ექსპერტმა რისკის ანალიზის თემაზე ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა
13 - 24 თებერვალი 2017

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკის ანალიზის განყოფილების შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტის ფარგლებში კაროლ ტურჟინსკი 2017 წლის თებერვალში საქართველოს მეოთხედ ეწვია და შინაგან საქმეთა სამინისტროს შერჩეული თანამშრომლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. ორკვირიან ტრენინგს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. პირველი კვირის მანძილზე ტრენინგი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა რისკის ანალიზის მოდელი, მონაცემთა მიმოცვლა საზღვრის მართვის სფეროში, ოპერატიული რისკის ანალიზი და ანგარიშგების ტექნიკა. ტრენინგის გახსნაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონმა თათია სალუქვაძემ აღნიშნა, რომ კურსი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საზღვრის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით. ის ასევე მიესალმა მეთაურ ლეიტენანტ ტურჟინსკის და გამოხატა სამინისტროს მადლიერება მიმდინარე მხარდაჭერისთვის.
 
 
 
 
ევროკავშირმა უზრუნველყო 9.5 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად
1 თებერვალი 2017

 
ევროკავშირის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა 2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 9.5 მილიონი ლარის (3.4 მილიონი ევრო) ღირებულების საზღვის სამეთვალყურეო აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროს გადაეცა მნიშვნელოვანი რაოდენობის საკომუნიკაციო, სამეთვალყურეო და გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

 აღნიშნული აღჭურვილობის შეძენა მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს. შეძენილ სპეციალიზირებულ მოწყობილობებს შორისაა სამეთვალყურეო კოშკები, რომლებიც ამჟამად ეწყობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. მას შემდეგ რაც დასრულდება კოშკების აწყობა, მოხდება მათი აღჭურვა სხვადასხვა სახის სამეთვალყურეო ტექნიკით და დაკავშირება მოწყობილობებთან, რომლებიც გამოავლენს საზღვარზე ნებისმიერი სახის უკანონო გადაადგილებას.

 შეძენილი აღჭურვილობის სრული ამოქმედება 2017 წლის ივნისში იგეგმება. მისი ბოლო მომხმარებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში არიან განლაგებულნი, ამჟამად გადიან სიღრმისეულ ტრენინგს საქართველოს ინტეგრირებული საზღვრის მართვის პოლიტიკასთან შესაბამისობაში აპარატურის პროფესიონალურ დონეზე გამოყენების და მართვის თემაზე.

 
 
 
 
ახალი პუბლიკაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე
 
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული მრავალი საქმიანობა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, ადამიანით მოვაჭრეების დანაშაულის ჩადენის ხერხები ვითარდება და შესაბამისად, სახელმწიფოების მოვალეობაა საკუთარი საქმიანობით უპასუხონ მსხვერპლთა საჭიროებებს და უზრუნველყონ სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებობების მიზნობრივი განვითარება. 
 
2015 წლის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცამ, IOM-ის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შედარებითი შეფასება, რაც ხელს შეუწყობის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში დაგეგმილი საქმიანობის გაუმჯობესებას. 

​აღნიშნული ინიციატივის შედეგ 2016 წლის ივნისში გამოიცა ანგარიშები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში არსებულ სიტუაციაზე სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. ანგარიში, რომელიც ეხება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოში არსებულ სიტუაციას შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ .  
 
 
 
 
IOM აგრძელებს მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას
19 - 21 დეკემბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა ჩაატარა ტრენინგი თემაზე "საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის დანაშაულის ეფექტური გამოძიების მეთოდები". ტრენინგი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ პროკურორები და კრიმინალური პოლიციის, შემოსავლების სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის ოფიცრები. ტრენინგის ფარგლებში კურსის 18-მა მონაწილემ მიიღო მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის სფეროში თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.  განხილული საკითხები მოიცავდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულებს შორის განსხვავებას, დანაშაულის პრევენციის მიზნით საზღვრისპირა ინფორმაციის გაცვლას და პოლიციის საქმიანობისათვის ოპერატიული ინფორმაციის მნიშვნელობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან თურქეთში მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის შემთხვევები შემცირდა 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ რაოდენობასთან შედარებით, საქართველო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებებისათვის ტრანზიტულ ქვეყნად რჩება და წარმოადგენს აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან თურქეთის მიმართულებით მიგრანტთა გადაყვანის არხს. ამ კუთხით ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს გამარტივებული მიღების პოლიტიკა. ამასთან, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები აცნობიერებენ იმას, რომ მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის ოპერაციების უკან მდგომი საერთაშორისო ქსელების გამოვლენა ხშირად საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობებს აღემატება. საქართველოში  საზღვრის უკანონო კვეთისათვის დაკავებული მიგრანტების რაოდენობა კვლავ უფრო მაღალია ვიდრე მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულ პირთა რაოდენობა. IOM განარძობს მუშაობას იმისათვის, რომ შეიცვალოს სამართალდამცავი ორგანოების მიდგომა და აქცენტი გაკეთდეს ორგანიზებულ დაჯგუფებებზე და არა ხშირად უიმედო და დაუცველ მიგრანტებზე.  
 
 
 
 
IOM-ის მხარდაჭერით საქართველოს საპატრულო პოლიციას დოკუმენტების ინსპექტირების აპარატები გადაეცა
12 - 14 დეკემბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საპატრულო პოლიციას ათი ცალი VSC40HD/FS აპარატი გადასცა. აპარატები დამზადებულია დიდ ბრიტანეთში, კომპანია „ფოსტერ ენდ ფრიმანის“ მიერ. ისინი კონკრეტულად მეორადი ინსპეტირებისათვის გამოიყენება და მათი განთავსება მოხდება ათ სასაზღვრო გამტან პუნქტზე. მალე მოხდება აღნიშნული დანადგარების ინსტალაცია სამ საერთაშორისო აეროპორტში თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. აპარატურა ასევე განთავსდება ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საქართველო - სომხეთის საზღვარზე, წითელ ხიდზე, ლაგოდეხის და ვახტანგისის საზღვრებზე აზერბაიჯანთან და სარფის და კარწახის საზღვრებზე თურქეთთან. აღნიშნული 185,000 ევროს ინვესტიცია მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზღვრებზე მეორადი ინსპექტირების შესაძლებლობებს. IOM-მა მოიწვია "ფოსტერ ენდ ფრიმანის" წარმომადგენელი, ბატონი ოუენ ლანგი და ორგანიზება გაუკეთა ორდღიან ტრენინგის აპარატურის საბოლოო მომხმარებელთათვის. 

მომდევნო კვირების მანძილზე შესაბამისი დანაყოფებისათვის ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი კონსულტაცია აპარატურის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბატონი გოგა რაზმაძის თქმით "მეორედი ინსპექტირების აპარატი უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას საზღვარზე უკანონო მიგრაციის გამოვლენის მიზნით."  

 
 
 
 
პროექტის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო - ნოემბერში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში
2 დეკემბერი 2016

 
2 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს წარუდგინა პროექტის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო - ნოემბრის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და მიღწევები. 

პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლზე კონტროლის გაძლიერების მიზნით შეძენილი აპარატურის შესახებ. IOM-მა ასევე ისაუბრა მიღწევებზე საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ისეთი მიმართულებით, როგორიცაა დაცული დოკუმენტები, სასწავლო პროგრამების განვითარება, დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამის მართვა და სხვა.   

IOM​-ის მიერ 2 დეკემბერს წარმოდგენილი პრეზენტაცია იხილეთ .
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის
29 ნოემბერი - 1 დეკემბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 16 თამაშრომლისათვის 2016 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე​ ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ეხებოდა იდენტურობის მართვას, დაცულ დოკუმენტებს და დოკუმენტების გაყალბებას. პირველი ორი დღის მანძილზე ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აკადემიის ტრენერმა ქეთი კობახიძემ და IOM-ის საზღვრის მართვის ექსპერტმა მარკ რიჩმონდმა ჩაატარეს. ბოლო დღეს ტრენინგი ჩატარდა თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შესაბამისი წვლილი შეიტანეს ერთობლივ გამოწვევებთან გამკლავების შესახებ დისკუსიაში. 

ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავდა დაცული დოკუმენტების მახასიათებლებს, დოკუმენტების ბოროტად გამოყენებას და იდენტურობის მართვის საუკეთესო პრაქტიკას. გაიმართა აქტიური დისკუსია თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში ჩაბარებული ყალბი დოკუმენტების გამოვლენასთან დაკავშირებით. ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები ნამდვილი და ყალბი პასპორტების გამოყენებით. IOM-ის მისია საქართველოში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს მთვრობას (მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს) აღნიშნულ სფეროში შესაძლებლობების განვითარებაში და აღნიშნულ სფეროში არსებული საერთო გამოწვევების უკეთ გააზრებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა დიდი მადლობა უთხრა IOM-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის, რომელშიც მონაწილეობის მიღების საშუალებაც ჯგუფს პირველად მიეცა.
 
 
 
 
IOM-ის მიერ ორგანიზაბული შეხვედრა საქართველოს და სომხეთის სამთავრობო პირებს შორის 
21 - 22 ნოემბერი 2016

 
​21 - 22 ნოემბერს საქართველოს ესტუმრა დელეგაცია სომხეთის მიგრაციის მართვის სხვადასხვა სტრუქტურებიდან. გაიმართა შეხვედრა კოლეგებთან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც შედგა მიგრაციის მართვის სფეროში ეფექტური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ექვსი ოფიციალური პირი სომხეთიდან შეხვდა საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგოგორებიცაა საქართველოს რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემა, ორმხრივი თანამშრომლობა ადამიანებით ვაჭრობის, უკანონო მიგრანტების დაბრუნების და დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის სფეროში.

აღნიშნული ორმხრივი შეხვედრა გაიმართა "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. 2016 წლის დასაწყისში IOM-მა ხელი შეუწყო საქართველოში თურქეთის სამთავრობო პირების ვიზიტს. 2017 წლეს იგეგმება მესამე ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ესტუმრებიან აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები.
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი საქართველოს კონსულებისთვის
7 - 9 ნოემბერი 2016

 
​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომლისათვის 2016 წლის 7-9 ნოემბერს დაცული დოკუმენტების და ყალბი დოკუმენტების გამოვლენის თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს კონსულები, რომლებიც თურქეთში, აზერბაიჯანში, ირანში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, კუვეიტში, ჩინეთში, ყატარში, სამხრეთ აფრიკასა და იორდანიაში მსახურობენ. მათთან ერთად ტრენინგში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი თბილისიდან. პირველ ორ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი ქეთი კობახიძე და IOM-ის საზღვრის მართვის სპეციალისტი მარკ რიჩმონდი. ტრენინგის ძირითადი თემები იყო დაცული დოკუმენტების ნიშნები, დოკუმენტების ბოროტად გამოყენება და თვითმარქვიების ამოცნობა. ამასთან, გაიმართა აქტიური დისკუსია სავიზო განაცხადებთან ერთად ჩაბარებული ყალბი დოკუმენტების გამოვლენის საუკეთესო პრაქტიკასა და იდენტურობის ეფექტური მართვის თემაზე. მონაწილეებმა შეასრულეს პასპორტის შემოწმების პრაქტიკული სავარჯიშოები იმ თეორიული ცოდნის გამოყენებით, რომელიც ტრენინგზე მიიღეს. მესამე დღეს ტრენინგი თბილისის იუსტიციის სახლში გაგრძელდა, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის შესახებ განაცხადები შეაქვთ. ტრენინგის მიზანი იყო IOM-ის მიერ საზღვრის მართვის სფეროში მოქმედი მხარეების შეკრება და საერთო გამოწვევების გამოვლენა. ტრენინგის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მადლობა უთხრეს IOM-ს ასეთი ნაყოფიერი ღონისძიების ორგანიზებისათვის, რომლის ფარგლებშიც მოხდა მონაწილე საელჩოების საქმიანობის კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი მონაცემთა უსაფრთხოების და გაზიარების შესახებ
2 - 4 ნოემბერი 2016

 
​საქართველოს მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის ეფექტური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის 2 - 4 ნოემბერს ორგანიზება გაუწია ტრენინგს მონაცემთა უსაფრთხოების და გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის თემაზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ტექნიკური ექსპერტები, რომელთა მოვალეობაა ერთიანი მიგრაციის ანალიზის სისტემის განვითარების მხარდაჭერა. ტრენინგს უძღვებოდა ბატონი ნიკ საუტონი, მონაცემთა სპეციალისტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ოცდაათ წელზე მეტი მსახურობდა. ტრენინგი დაიწყო მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობის მიმოხილვით; საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ისაუბრა მიხეილ ჩიქობავამ.  ტრენინგის ფარგლებში ასევე მოხდა ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა (i) კონფიდენციალურობა, დაცვა და დარღვევები (ii) მონაცემთა შენარჩუნება (iii) მონაცემთა მინიმიზაცია და (iv) მონაცემთა გაზიარების პრინციპები. ამასთან, მონაწილეებმა განიხილეს "Big Data"-ს გარემო. ტრენინგის ბოლოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენელმა შეაჯამა ტრენინგის მანძილზე განხილული საკითხები და მადლობა უთხრა ევროკავშირს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და მოწვეულ ექსპერტს. მან ხაზი გაუსვა მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის და ყველა შესაბამისი მხარის მონაწილეობის მნიშვნელობას.   
 
 
 
 
IOM-ის დამატებითი ტრენინგი დაცული დოკუმენტების  შესწავლის და ყალბი დოკუმენტების გამოვლენის თემაზე
1 - 3 ნოემბერი 2016

 
​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2016 წლის 1-3 ნოემბერს ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის  18 ახალი საპატრულო პოლიციის ოფიცრისათვის. ტრენინგი მოჰყვა ქუთაისში ორი თვის წინ ჩატარებულ ამავე თემატიკის ტრენინგის და მოეწყო აეროპორტიდან "ვიზ ეარის" მიერ ევროკავშირის მიმართულებით  შვიდი ახალი რეისის ამოქმედების საპასუხოდ, რადგან მგზავრთა დიდმა რაოდენობამ და ბილეთების დაბალმა ფასებმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს დოკუმენტების გაყალბების შემთხვევების რაოდენობა. აეროპორტის ახალი თანამშრომლებისათვის დაცული დოკუმენტების შესწავლის და ყალბი დოკუმენტების გამოვლენის თემაზე ტრენინგის ჩასატარებლად IOM-მა კვლავ მოიწვია ლატვიის სასაზღვრო პოლიციის ექსპერტიზის ცენტრის თანამშრომელი, გუნთა ლაგანოვსკა.   

ქალბატონმა გუნთამ ყალბი დოკუმენტების რეალური მაგალითების გამოყენებით  ხაზი გაუსვა როგორც შემოსვლის ასევე გასვლის დროს სასაზღვრო შემოწმების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას. საპატრულო პოლიციის საერთაშორისო პროექტების მართვის განყოფილების უფროსის სოფო  ბუჯიაშვილის თქმით "მეტად მნიშვნელოვანია IOM-ის მიერ ამ მნიშვნელოვან თემაზე ორგანიზებული დამატებითი ტრენინგი ნაკლებად გამოცდილი ოფიცრებისათვის".  
 
 
 
 
IOM-ის ტრენერთა ტრენინგი ოპერატიული ინფორმაციის და გამოძიების თემაზე
24 - 28 ოქტომბერი 2016

 
​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში IOM-მა ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს თემაზე "ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და გამოძიება". ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისათვის პოლიციის აკადემიაში ჩატარდა.
 
აღნიშნულ ტრენინგს, რომელიც 2016 წლის 24 - 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა, უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ჯეფ ამირი და მასში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საინფორმაციო ანალიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერები. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის ანალიტიკოსთა როლი და მათი რეკრუტი, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მნიშვნელობა. ტრენინგის ბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოადგილემ მირანდა ხაბაზმა მადლობა უთხრა IOM-ს და ბატონ ჯეფს და კმაყოფილება გამოხატა  ტრენინგის მანძილზე საინტერესო საკითხების აქტიური და სასარგებლო მიმოხილვისათვის.  
 
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებაზე
18 - 20 ოქტომბერი 2016

 
​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "მეტი მეტისათვის" პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) უზრუნველყო კელნის გერმანიის ფედერალური საბაჟოს წარმომადგენლების სანდრა ესერის და მატიას გოლბას  ვიზიტი საქართველოში, რომლიც ფარგლებშიც 2016 წლის 18 - 20 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე "საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირება და მიწოდება". ტრენინგი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საჭიროებების საპასუხოდ ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან შემოსავლების სამსახურის ოცი მოწინავე ხაზის ოფიცერი მონაწილეობდა.

ტრენინგის ფარგლებში მოხდა ისეთი საინტერესო საკითხების განხილვა, როგორიც არის საქონლის დეკლარირებული და საბაჟოს მიერ განსაზღვრული ღირებულების იდენტიფიცირებისათვის საჭრო ხარჯები. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ და მადლიერება გამოხატა გერმანელი ექსპერტებისა და IOM-ის მიმართ აღნიშნულ სფეროში შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ორგანიზებული ტრენინგებისათვის.
 
 
 
 
IOM-ის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივი ტრენინგი თემაზე "მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
1 - 2 ოქტომბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა და IOM-ის საზღვრის მართვის სპეციალისტმა მარკ რიჩმონდმა ბათუმში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 1 - 2 ოქტომბერს ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს ესწრებოდნენ მოსამართლეები აჭარიდან, ფოთიდან და თბილისიდან. ბატონმა დავითმა აღწერა საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო და მოიყვანა საზღვის უკანონო კვეთის და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის მაგალითები 2015 წლის მეორე ნახევრის შემდეგ; ეს იყო პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვნად იმატა აღნიშნულმა შემთხვევებმა. მან ასევე ხაზი გაუსვა მიგრანტთა უკანონო გადაყვანის დანაშაულსა და თურქეთსა და აჭარაში სხვა სახის ორგანიზებულ დანაშაულებს შორის კავშირს.
 
​ტრენინგზე მოხდა ფართო საერთაშორისო კონტექსტის განხილვაც, რაც მოიცავს რეგიონში საზღვარზე უკანონო გადაყვანის მარშრუტების შეცვლას და იმის გააზრებას, რომ უკანონოდ გადამყვანთა მეთოდები და მარშრუტები ვითარდება და ხშირად "წინ უსწრებს" სამართალდამცავ სტრუქტურებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის მკაცრი ზომები, რომლებსაც საქართველო უკანონო საზღვრის კვეთის დანაშაულის საპასუხოდ იღებს და შეადარეს ევროკავშირის მიდგომას. გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს განსხვავება მიგრანტთა საზღვარზე ფინანსური მოგების და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გადაყვანას შორის.
​გაკეთდა ანალიზი იმისა, თუ რატომ არის ამჟამად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-1 მუხლით საზღვარზე უკანონოდ გადამყვანთა წარმატებით გასამართლების დაბალი მაჩვენებელი.  კურსის ბოლოს იყო შემოთავაზება იმის შესახებ, რომ ჩატარდეს სემინარი, რომელშიც ჩაერთვება ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები.
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტის 18 თანამშრომლებისთვის
5 - 6 სექტემბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში IOM-მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნის საპასუხოდ ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს მიგრანტთა განთავსების ცენტრების ეფექტური მართვის საკითხებზე.

მიგრაციის დეპარტამენტის მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი 2015 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირებს. თუმცა, ამ პერიოდიდან დღემდე ცენტრი დიდი დატვირთვით არ მუშაობს და მიგრაციის დეპარტამენტს აქვს სურვილი მიიღოს მეტი ინფორმაცია ევროკავშირის მიერ მსგავს ცენტრებში მიგრანტა უფლებების და უსაფრთხოების დაცვის გამოცდილების შესახებ. ამ კონტექსტში მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიც არის ოჯახებთან ურთიერთობა და საგანგებო გარემოებებზე რეაგირება. მიგრაციის დეპარტამენტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა სავარჯიშოში, რომლის ფარგლებშიც განავითარა და წარმოადგინა შესაბამისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული მიზნით მიგრაციის დეპარტამენტს მეორედ ესტუმრა გრეგ პიდაკოსი, რომელსაც ნიდერლანდებში განთავსების ცენტრების მართვის დიდი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს საკუთარი ცოდნა მათთვის ადვილად აღსაქმელი და გამოსადეგი ენით გაუზიარა. მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ფანცულაიამ ბატონ გრეგს დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებასა და ცენტრის საქმიანობის უკეთ დაგეგმვის ხელშეწყობაში მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.  
 
 
 
 
IOM-ის დაცული დოკუმენტების ტრენინგი ქუთაისში
5 - 6 სექტემბერი 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში IOM-მა, ლატვიის საელჩოს საზღვრის მართვის სპეციალისტთან ერთად, ქუთაისში საპატრული პოლიციის 40 თანამშრომლისათვის ტრენინგი ჩაატარა. 2016 წლის შემოდგომაზე “ვიზ ეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის  ქვეყნების მიმართულებით შვიდ ახალ რეისს შეასრულებს. ასეთი ფართო სპექტრის მომსახურებამ შესაძლოა გაზარდოს ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევები. სწორედ ამიტომ, IOM-მა მოიწვია გუნთა ლაგანოვსკა ლატვიის სასაზღვრო პოლიციის ექსპერტიზის ცენტრიდან, რომელმაც ხუთი დღის მანძილზე 40 ოფიცრისთვის ტრენინგი ჩაატარა. ქალბატონმა გუნთამ ტრენინგის დროს ყალბი დოკუმენტების გამოყენების პრაქტიკული მაგალითებით ხაზი გაუსვა საზღვრის კვეთის დროს დოკუმენტების უმაღლეს დონეზე შემოწმების მნიშვნელობას.  
 
 
 
 
IOM-ის ხელშეწყობით თბილისის აეროპორტში დოკუმენტების შესამოწმებელი ახალი აპარატურის გამოყენებაში ტრენინგი ჩატარდა
31 აგვისტო 2016

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვირს და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ პროექტის ფარგლებში IOM საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დეტალური შემოწმებისათვის საჭირო 10 აპარატურის შეძენის პროცესშია. VSC 40-ს IOM Foster & Freeman-ისგან შეიძენს. მანამდე კი IOM-ის დახმარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული აპარატურის გამოყენებაში ტრენინგი Foster & Freeman-ის სათაო ოფისის წარმომადგენელმა დიდი ბრიტანეთიდან, ოვენ ლანგმა ჩაატარა. ბატონმა ოვენმა ისაუბრა აპარატურის პოტენციალზე და შეხვდა ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს, რომლის მოვალეობაშიც შევა აღნიშნული აპარატურის ტექნიკური მხარდაჭერა. ბატონი ოვენის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე, ბატონი ლევან მაჭავარიანი, რომელმაც აღნიშნა საპატრულო პილიციისათვის დოკუმენტების შემოწმების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებაში გაწეული ამ ინვესტიციის მნიშვნელობა.
 
 
 
 
ტრენინგი სხეულის ენის თემაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის 
4 - 8 ივლისი 2016

 
ამ ფოტოში: სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული შემოსავლების სამსახურს თანამშრომლები აკვირდებიან მგზავრებს თბილისის საერთაშრისო აეროპორტის ბარგის ზონაში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ორგანიზება გაუკეთა იტალიელი ექსპერტების, ჯიუზეპე კორბოს, ბასილიო პელოსის და მარკო პალადინოს ვიზიტს საქართველოში. ექსპერტებმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის 20 თანამშრომელს სხეულის ენის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს. კურსის მიზანია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოძრავი ადამიანების სხეულის ენის შეფასების მნიშვნელობის დემონსტრირება. ასეთივე კურსი უკვე ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სხვა ჯგუფს.

ექსპერტებმა ისაუბრეს დაკვირვების სხვადასხვა სახის ტექნიკაზე და ხაზი გაუსვეს იმას, რომ სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ საინტერესო სამიზნეს, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მათი საქმიანობის ფარგლებში ხვდებიან. ტრენინგ კურსის ნაწილი თბილისის საერთშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში ჩატარდა, სადაც გამოდიან ჩინეთის, რუსეთის, ავსტრიის და არაბთა გაერთიანებული საამიროების რეისების მგზავრები. ტრენინგის მონაწილეებმა კურსი დადებითად შეაფასეს. შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელის, ირინა სიგუას თქმით „მოწინავე ხაზის ოფიცრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება.“
 
 
 
 
ჰოლანდიელი ექსპერტების სამოქალაქო რეესტრის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი თბილისში 
20 - 24 ივნისი 2016
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერას სამგზავრო და სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების შემოწმების სფეროში. 20 - 24 ივნისს ნიდერლანდების მთავრობის ორმა ექსპერტმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურების, თბილისის, რუსთავის, გორის და ზუგდიდის იუსტიციის სახლებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სართიჭალას და სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრების 27 თანამშრომლისთვის ჩაატარა  ტრენინგი სამოქალაქო რეესტრის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების თემაზე.

პირველი სამი დღის მანძილზე ტრენინგს უძღვებოდა ბატონი იოდი სხუურმანი, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრიდან. მან ისაუბრა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებასა და პერსონალიზაციაზე და გააკეთა ბეჭდვის ტექნიკის სიღრმისეული ანალიზი. ტრენინგის ბოლო ორი დღე მიეძღვნა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების შემოწმებას. ტრენინგის მონაწილეებს სამოქალაქო რეესტრის და უცხო ქვეყნებში გაცემულ დოკუმენტებზე ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურის ექსპერტი, ბატონი ერიკ ხეესტმანი ესაუბრა.  

“ტრენინგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყოველ დღე საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უამრავ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან, პასპორტებთან და ბინადრობის დოკუმენტთან გვაქვს შეხება. დიდი მადლობა IOM-ს ნიდერლანდებიდან გამოცდილი ტრენერების მოწვევისთვის. მათ ჩვენ გაგვიზიარეს გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ჩვენ ჩვენს იმ კოლეგებს გადავცემთ, რომლებმაც ამ ტრენინგში მონაწილეობა პირადად ვერ მიიღეს” აღნიშნა სახემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა მირანდა არაბიძემ.   
 
 
 
 
ლიტვის ექსპერტის მიერ ჩატარებული ტრენინგი საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის
7 - 9 ივნისი 2016
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 7 - 9 ივნისს ორგანიზაბა გაუკეთა ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებისთვის ნიმუშების მომზადების საკითხზე. ქალბატონი იზოლდა ზვირონაიტე ტრენინგის ფარგლებში შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ანალიზის მიზნით საიდუმლო ლაბორატორიებში მჟავა, ტუტე ნარკოტიკული საშუალებების და გამოყენებული შპრიცებიდან მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებების ამოღება. ტრენინგის ფარგლებში ასევე მოხდა ექსპერტებისთვის საინტერესო სხვა საკითხების განხილვა. ამასთან, მონაწილეებმა ლიტველ ექსპერტს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის, გიორგი ბერიძის თქმით, ”ტრენინგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმის შესრულების, არამედ ლიტვის მთავრობასთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.”  
 
 
 
 
მესაზღვრეების ინდუქტიური ტრენინგის კურიკულუმის შეფასება
31 მაისი - 3 ივნისი 2016
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია ექსპერტი ევროკავშირიდან და ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებისთვის, რომლებიც მწვანე საზღვრის პატრულირებას აწარმოებენ და საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობენ. 2016 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, სეპო თურქიამ ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა ფინეთის საზღვირის დაცვის სამსახურში და სასაზღვრო და სანაპირო დაცვის აკადემიაში დაგროვილი გამოცდილება.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მაღალი თანამდებობის პირებთან, სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან. დამატებითი ვიზიტები ჩატარდა ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანთან და საქართველო - სომხეთის, მწვანე საზღვრის ”ბურდაზორის”, სექტორზე. აღნიშნული ვიზიტების ფარგლებში ბატონი თურქია შეხვდა უფროს და უმცროს ოფიცრებს და არსებულ კურსთან მიმართებაში სხვადასხვა აზრს და გამოცდილებას გაეცნო. ექსპერტი შეიმუშავებს ანგარიშს და რეკომენდაციებს ინდუქტიური ტრენინგის კურიკულუმის გაუმჯობესების მიზნით. 
 
 
 
 
IOM-ის ტრადიციული ყოველწლიური ტრენინგი ქართველი მოსამართლეებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე
24 - 25 მაისი 2016
 
იუსტიციის უმაღლესი სკოლა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თანამშრომლობენ ყოველ წელს და ორგანიზებას უკეთებენ ტრენინგ კურსს ქართველი მოსამართლეებისა და მათი ასისტენტებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის თემაზე. 24 – 25 მაისს ესპანელი პროკურორი და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროს ექსპერტი, პატრიცია ფერნანდეს ოლეილა, ესტუმრა საქართველოს და საკუთარი გამოცდილება 13 მონაწილეს გაუზიარა.
 
ქალბატონმა ფერნანდესმა ხაზი გაუსვა ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის სასამართლო დევნის ეფექტური პრაქტიკის მნიშვნელობას და ისაუბრა ტრავმირებული მსხვერპლისგან სანდო მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამ კუთხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლისთვის პროფესიონალური დაცვის და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მსხვერპლის ტრეფიკიორის ზემოქმედებიდან  გამოყვანა და უსაფრთხო გარემოში განთავსება, სადაც ის საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრას და სამომავლო გეგმების დალაგებას შეძლებს.

მეორე ექსპერტმა, მარი მესხმა, ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობასა და ინსტიტუციონალურ კონტექსზე, რაც დაეხმარა ქართველ მოსამართლეებს და მათ ასისტენტებს ქალბატონი ფერნანდესის პრეზენტაცია ადგილობრივ რეალობასთან დაეკავშირებინათ.
 
კურსის შემდეგ IOM გეგმავს განავითაროს სტანდარტული სახელმძღვანელო იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მომავალში აღნიშნულ თემაზე ტრენინგის ადგილობრივი რესურსებით ჩატარება.
 
 
 
 
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტების ვიზიტი საფრანგეთში
17 - 19 მაისი 2016
 
დოკუმენტების შემოწმების პროცესი შარლ დე გოლის აეროპორტში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2016 წლის 17 – 19 მაისს ორგანიზება გაუკეთა სასწავლო ვიზიტს საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექვსი დოკუმენტების შემმოწმებელი ექსპერტისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს დოკუმენტების შემოწმების დიდი გამოცდილება აქვთ, ისინი პირველად ეწვიენ ქარხანას, სადაც მზადდება დაცული დოკუმენტები, როგორციაა პასპორტი და გაეცნენ ბანკნოტებში გამოყენებული დაცული ქაღალდის წარმოების ტექნიკას. ფრანგულმა კომპანია ობერტურმა უმასპინძლა ვიზიტს მის ორ წარმოების ობიექტში ბრეტანში და კომპანიის სათაო ოფისში, პარიზში, ექსპერტებს გაუზიარა ინფორმაცია დაცული ქაღალდის და პლასტმასის მახასიათებლების შესახებ.

ამასთან, საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაგეგმა ვიზიტი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, სადაც საქართველოს დელეგაცია გაეცნო იმ გამოწვევებს, რომლებსაც საფრანგეთის ხელისუფლება უმკლავდება ყალბი დოკუმენტების კუთხით. ბატონმა გიორგი ბერიძემ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, აღნიშნა, რომ ვიზიტმა დეპარტამენტისთვის უზრუნველყო მეტად მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია.

 
 
 
 
IOM განაგრძობს საქართველოს რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის პოპულარიზაციის ხელშეწყობას
17  მაისი 2016
 
17 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა აზერბაიჯანის დელეგაციას. შეხვედრის თემა იყო რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებული უკანონო მიგრანტების რეადმისიის მართვის მიზნით განავითარა. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუნსულო დეპარტამენტის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს სისტემის მოდალობები და ის დადებითი მხარეები, რაც ეხმარება საქართველოს უკეთ ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის კუთხით. 

2011 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას აღნიშნული სისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა საქართველოს მთავრობის საკუთრებაა, IOM ხელს უწყობს ელექტრონული მართვის სისტემის, როგორც მართვის უნიკალური ინსტრუმენტის, პოპულარიზაციას სხვა ქვეყნებშიც. აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი იყო რიგით მეორე და მოჰყვა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტს, რომელიც 2016 წლის თებერვალში შედგა. 
 
 
 
 
 
IOM-ის შეფასებითი ხასიათის ვიზიტი ”კარწახის” მწვანე საზღვარზე
10 მაისი 2016
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში 3.2 მილიონი ევრო გამოყოფილია საქართველო-თურქეთის მწვანე საზღვარზე ოთხი სექტორის მოდერნიზებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ამ მხრივ ახორციელებს საჭირო აპარატურის შეძენას, ლოგისტიკურ მხარდაჭერას და სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებისათვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.  

IOM-მა მსგავსი შეფასებითი ხასიათის ვიზიტები ასევე განახორციელა სარფში, კირნათსა და ვალეში. 2016 წლის 10 მაისს კი საქართველო-თურქეთის საზღვრის ოთხი სექტორიდან ბოლოს, ”კარწახს” ეწვია, რომელიც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. IOM-ის თბილისის ოფისის საზღვრის მართვის სპეციალისტმა მოისმინა ანგარიში გამოწვევებზე, სხვადასხვა ეროვნების მქონე პირების მიერ უკანონო მიგრაციის მცდელობებზე უკანასკნელი თვეების მანძილზე და დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინვესტიცია სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო აღჭურვილობაში ოპერატიული ეფექტურობის გაძლიერებისთვის.
 
 
 
 
IOM-მა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩართული სააგენტოებისთვის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
26 აპრილი 2016
 
26 აპრილს შემაჯამებელ სემინარზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თბილისში უმასპინძლა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი მოწინავე სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების 15 წარმომადგენელს.
 
სემინარის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტის მიერ საქართველოში იანვარში ორგანიზებული პირველი ვიზიტის დროს მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიის მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთეს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეგიონული ლანდშაფტის შეფასება, რომელზე დაყრდნობითაც განვითარდება სამომავლო შედეგზე ორიენტირებული ინტერვენციები და მოხდება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომის შემუშავება. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საჭიროებების შეფასების ძირითადი და სრულყოფილი ინსტრუმენტი, რომლის სატესტო რეჟიმში გამოყენება მოხდება მონაწილე ქვეყნებში და მომავალში - გლობალურად.
 
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა IOM-ის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”ხარვეზების გამოვლენა და საჭიროებების შეფასება: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გაწეული ძალისხმევის შედარებითი შეფასება” ფარგლებში. 
 
 
 
 
IOM-მა დოკუმენტების შემოწმების მეხუთე კურსი ჩაატარა
14 - 15 აპრილი 2016
 
 2016 ზაზა ფალავანდიშვილი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინტეგრირებული საზღვრის მართვის სპეციალისტმა მარკ რიჩმონდმა აჭარაში, შემოსავლების სამსახურის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის 20 თანამშრომლისთვის დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი ჩაატარა. დაცული დოკუმენტების თემატიკაზე ეს უკვე მეხუთე ტრენინგი იყო, რომელიც IOM-მა კონკრეტულად შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებისთვის ჩაატარა, რომლებიც პირველადი საიმიგარციო კონტროლის დროს მძიმე სატვირთო და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტის შემოწმებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პუნქცია საქართველოში, რის გამოც შემოსავლების სამსახურის სარფის თანამშრომლებისთვის აღნიშნული თემატიკის ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტრენინგზე მონაწილეებმა დამატებით განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით განპირობებული ”შავ ბაზარზე” საქართველოს პასპორტის ღირებულების გაზრდის საკითხი.
 
 
 
 
IOM-ის ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის სფეროში სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად
1-4 მარტი 2016
 
ამ კვირაში IOM-მა ბათუმში ორგანიზება გაუკეთა სიღრმისეულ კურსს პროკურორებისა და პოლიციის ოფიცრებისთვის თემაზე - მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულის გამოძიების ეფექტური მეთოდები. ტრენერთან, ადრიან ლოქსტონთან და IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის ექსპერტთან, მარკ რიჩმონდთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთიდანაა, 18 პროკურორი, სასაზღვრო კონტროლის ოფიცერი და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო თეორიულ და პრაქტიკულ სესიების, რომლებიც მათ მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება. 

საქართველო - თურქეთის მწვანე საზღვარზე უკანონო მიგრანტების, კონკრეტულად ბანგლადეშელი და სომალელი მიგრანტების, დაკავების სიხშირის ზრდა 2015 წლის მეოთხე კვარტალში ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ორგანიზებული დანაშაული ჯგუფებისთვის სამიზნე ქვეყნად იქცა; ისინი ცდილობენ საქართველოს გავლით მიგრანტები აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან თურქეთში გადაიყვანონ. მათ იზიდავს საქართველოს მოქნილი დაშვების პოლიტიკა, რადგან იციან, რომ ხშირად საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ საზღვარზე უკანონო გადაყვანის დანაშაულს მიღმა მოქმედი საერთაშორისო ქსელები და მთავარი დამნაშავეები. რამოდენიმე სასიკვდილო ინციდენტი, ბანგლადეშელი მიგრანტების გაყინვა და გარდაცვალება ჯავახეთის მაღალმთიან რეგიონში, ხაზს უსვამს ადამიანური ტრაგედიის მოხდენამდე უკანონო გადამყვანთა ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული გადამჭრელი ქმედების მნიშვნელობას.
 
მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. 
 
 
 
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განსახორციელებლად IOM აქტიურად იყენებს ევროკავშირის ქვეყნების კონკრეტულ ექსპერტიზას. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საზღვრის ინტეგრირებული მართვა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის მონაცემთა მართვა და ანალიზი; აღნიშნული სფეროები მოიცავს მეტად ტექნიკურ საკითხებს და მათთვის შესაფერისი ექსპერტიზა საქართველოში არ მოიძებნება. 

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  IOM-ის მიერ ევროკავშირის ქვეყნების  გამოცდილების გამოყენების განახლებული ანგარიში ინგლისურ ენაზე. სრული ინფორმაცია დასრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე ვაკანსიებზე შეგიძლიათ მოიძიოთ .

IOM მზად არის მიიღოს განაცხადები და დეტალური CV-ები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან 2016 და 2017 წლებში საკონსულტაციო სამუშაოების შესრულებაზე.

IOM-ის ”მეტი მეტისათვის” პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. IOM-თან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველომ უკვე მიაღწია წარმატებას საზღვრის დაცვის და როგორც საკუთარი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უსაფრთხო მიგრაციის სფეროში. 
 
 
 
 
26 თებერვალი 2016
პროექტის სამეთვალყურეო საბჟოს მეექვსე შეხვედრა
 
მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორები შეიკრიბნენ და განიხილეს მიღწეული შედეგები. მეტი ინფორმაცია იხილეთ
 
 
 
 
8 - 9 თებერვალი 2016
ორმხრივი შეხვედრა თბილისში მიგრაციის მართვის ორგანოებს შორის საქართველოდან და თურქეთიდან
 
8 - 9 თებერვალს IOM-მა ორგანიზება გაუკეთა ორმხრივ შეხვედრას თბილისში მიგრაციის მართვის ორგანოებს შორის საქართველოდან და თურქეთიდან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა და რეადმისიის ელექტრონული მართვის სისტემა, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 2014 წლის იანვრიდან იყენებს.  
 
ეს ორმხრივი შეხვედრა ჩატარდა ქართველ და თურქ მხარეებს შორის მიგრაციის ნაკადების მართვის და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში. თექვსმეტ წევრიანი თურქეთის დელეგაციის მთავარ ინტერესს უკანონო მიგრანტთა რეადმისიის კუთხით საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა და ქართული მხარის მიერ 2011 – 2014 წლებში ევროკავშირის ფინანსური და IOM-ის მხარდაჭერით განვითარებული რეადმისიის ელექტრონული მართვის სისტემის უპირატესობების შესწავლა წარმოადგენდა. ეს შეხვედრა უკანასკნელია IOM-ის მიერ 2006 წლიდან მიგრაციის მართვის სფეროში პირდაპირი კავშირების ხელშეწყობის და მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომების შემუშავების მიზნით ამ ორ ქვეყანას შორის ორგანიზებულ ორმხრივ შეხვედრებს შორის. შეხვედრა ”მეტი მეტისათვის” პროექტის და ევროკავშირის ”2012 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის (EaPIC)” ფარგლებში ჩატარდა.  
 
 
 
 
22 დეკემბერი 2015
IOM აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ ღონისძიებებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
 
22 დეკემბერს IOM-მა ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის, რომლის მიზანიც იყო თანამშრომლობის და ადამიანით მოვაჭრეების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ღონისძიებების გაძლიერება. ოთხი მოსამართლე, ხუთი პროკურორი და  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი თბილისში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის შემთხვევებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსახილველად შეიკრიბა. შეხვედრაზე ასევე გამოვლინდა ის სფეროები, სადაც საჭიროა დაიგეგმოს განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებები. 
 
აღნიშნული შეხვედრა IOM-ის ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული პროგრამის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში აფინანსებს; პროგრამის მიზანია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პრიორიტეტული საქმიანონბების ხელშეწყობა. IOM 2016 წელსაც განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარებისაკენ და ტრეფიკინგის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული პრაქტიკის გამოყენებით.  
 
 
 
 
17 - 18 დეკემბერი 2015
სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტი მეტისათვის პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურის 18 თანამშრომლისათვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქზე აჭარაში სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი ჩაატარა. შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია დიდი სატვირთო და საშუალო ზომის კომერციული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლზე; შესაბამისად, დოკუმენტების შემოწმების ცოდნა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. ორდღიანი ტრენინგი 17 და 18 დეკემბერს IOM-ის საზღვრის მართვის სპეციალისტმა, მარკ რიჩმონდმა ჩაატარა. ტრენინგი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა დაცული დოკუმენტები, ნაწილობრივ ყალბი დოკუმენტები, ვიზების გაყალბება და იმპოსტერების გამოვლენა. 
 
 
 
 
საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისაკენ  
18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების მეოთხე ანგარიში.
 
როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადეობასთან ერთად მიგრაციის მართვის პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამოვლენილ საჭიროებებთან და გამოწვევებთან  და მიგრაციის ეფექტური მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში  მოყვანის მიმართულებით მიაღწია.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოხარულია, რომ მონაწილეობს  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში და ულოცავს საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვან მიღწევას, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებულ მობილურობას ევროკავშირის მიმართულებით.
 
სრული ანგარიში ინგლისურ ენაზე იხილეთ 
 
 
 
 
 
30 ნოემბერი - 4 დეკემბერი 2015  
ტრენინგი სხეულის ენის თემაზე შემოსავლების სამსახურის 20 თანამშრომლისათვის
 
”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწვია იტალიელი ექსპერტები, ჯუზეპე კორბო და ბასილიო პელოსი, რომლებმაც შემოსავლების სამსახურის 20 თანამშრომლისათვის სხეულის ენის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგზე ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს საზღვარზე მგზავრების სხეულის ენის შეფასების მნიშვნელობაზე. მათ ისაუბრეს სხვადასხვა ტექნიკაზე, რომლის საშუალებითაც შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა უნდა მოახერხონ რეალურად საეჭვო პიროვნებების ამოცნობა. ტრენინგის ნაწილი ჩატარდა თბილისის აეროპორტში, რეისების ჩამოფრენისას. მონაწილეებმა ტრენინგი ძალიან დადებითად შეაფასეს. ამასთან, მაკა ხვედელიძემ, შემოსავლების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, კმაყოფილება გამოთქვა კურსით: ”დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი, პრაქტიკული კურსისათვის, რომელიც ჩვენი თანამშრომლებისათვის ასეთმა გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს”.   
 
 
 
 
30 ნოემბერი - 1 დეკემბერი 2015  
დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის
 
”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში IOM-მა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩაატარა დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი ICMPD-ს მიერ შეძენილი ფოსტერ და ფრიმანის აპარატურის მოხმარებაში. ტრენინგი ბათუმში, 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლები აჭარიდან და თბილისიდან და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თბილისიდან.

ტრენინგს უძღვებოდა იან ფოტერინგჰემი, ლონდონის ყალბი დოკუმენტების ეროვნული სამმართველოს გამოცდილი დოკუმენტების შემმოწმებელი. ტრენინგის ფარგლებში ჯგუფმა განიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა სინათლის წყაროების და კამერის ფილტრების გამოყენება, გამოსახულების რეჟიმების პანელი და მესამე დონის უსაფრთხოების მსახასიათებლები.

ბატონმა ფოტერინგჰემმა ყურადღება გაამახვილა ოფიცრების მიერ აპარატურის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობაზე საეჭვო დოკუმენტებთან მიმართებაში დასაბუთებული არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად. ტრენინგს ასევე ესწრებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ამავე პროექტის ფარგლებში
 
 
 
 
 
6 ნოემბერი 2015 
 
2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და მის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში (2015 წლის მარტიდან დღემდე) მიღწეული წარმატებების და სამომავლო ღონისძიებების თაობაზე. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოთქვეს წინადადებები სამომავლო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა ჩართულ მხარეებს გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერისათვის.
 
 
 
 
9 – 14 ნოემბერი 2015  
შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი დაცული დოკუმენტების თემაზე ნიდერლანდებში
 
IOM-მა ორგანიზება გაუკეთა შსს-ს საპატრულო პოლიციის და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს ნიდერლანდების სამეფო სამხედრო პოლიციის სამგზავრო და ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ექსპერტიზის ცენტრში სხიპჰოლში. ვიზიტის მონაწილეებმა ჰოლანდიელი ექსპერტების ხელმძღვანელობით წარმატებით გაიარეს ინტენსიური ტრენინგი დამცავი ნიშნების, ბეჭდვის ტექნიკის, დოკუმენტების ანალიზის, დოკუმენტების დაცვის უახლესი მეთოდების თემებზე, მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სავარჯიშოებში და გაეცნენ სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დასაცავად გამოყენებული სხვადასხვა აპარატურის მუშაობის პრინციპებს. ტრენინგის დროს ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დამცავ ნიშნებზე ნაკლებად დაცულ  დოკუმენტებში, როგორებიცაა დაბადების და ქორწინების მოწმობები. 
 
ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმატებით ჩააბარა გამოცდა, რომლის დროსაც მათ განიხილეს სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ცენტრის ორი ექსპერტის თანდასწრებით.
 
ტრენინგის კონკრეტული მიზანია საქართველოს საპატრულო პოლიციის უნარების გაძლიერება დოკუმენტების შემოწმების სფეროში. ის ოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტრენინგში გახდებიან საკონტაქტო პირები დოკუმენტების შემოწმების სფეროში იმ სასაზღვრო პუნქტებზე, სადაც განლაგებულნი არიან და საკუთარ თანამშრომლებს გაუზიარებენ  დაცული დოკუმენტების სფეროში მიღებულ ცოდნას და უახლეს ინფორმაციას. 

 
 
 
 
6 ნოემბერი 2015 
 
2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და მის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში (2015 წლის მარტიდან დღემდე) მიღწეული წარმატებების და სამომავლო ღონისძიებების თაობაზე. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და გამოთქვეს წინადადებები სამომავლო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა ჩართულ მხარეებს გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერისათვის.
 
 
 
 
25 – 29 ოქტომბერი 2015 
ვიზიტი ესტონეთში საზღვრის მართვის სფეროში არსებული რისკების ანალიზის თემაზე
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), პოლონელი ექსპერტის მიერ მომზადებული რისკის ანალიზის შეფასების საპასუხოდ და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თხოვნით, ორგანიზება გაუწია სასწავლო ვიზიტს ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანაში, ესტონეთში. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირის ქვეყნებში საზღვის მართვის სფეროში არსებული რისკების ანალიზის მეთოდების გაცნობა.

საპატრულო პოლიციის, შსს-ს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ კოლეგებს ესტონეთის საპატრულო და სასაზღვრო პოლიციიდან ტალინსა და ნარვაში სადაც განიხილეს რისკის ანალიზის და ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების საკითხები და საზღვრის და მიგრაციის მართვის ტექნიკური ასპექტები.

ნარვაში, ბატონმა ანდრუს რეიმამ, განახლებული ”მწვანე საზღვრის” უფროსმა საქართველოს დელეგაციას ესტონეთი-რუსეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა გააცნო. ბატონი ულარ კუსტალა კი მათ საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ესტონეთის სასაზღვრო პოლიციის მიერ მათთან გამკლავების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ტალინში საქართველოს დელეგაცია რისკის ანალიზის და სადაზვერვო ბიუროს უფროსს, ბატონ ტომას კუსეს და რისკის ანალიზის ექსპერტს, ბატონ აგო ტიკს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ესტონეთის მიდგომა მიგრაციასთან და საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ რისკებთან და მონაცემების დამუშავების და ანალიზის სხვადასხვა მეთოდები.

ამასთან, დელეგაციამ მოინახულა ესტონეთის სამაშველო სამსახური ტალინში, სადაც მონაწილეები გაეცნენ სამუშაო პროცესს, რაც მოიცავს შემოსულ ზარებზე რეაგირებას და პოლიციასთან, სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან თანამშრომლობით რესურსების გადანაწილებას. 

ესტონელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს რისკის ანალიზის და ანგარიშგების სტუქტურა და მეთოდები. სასწავლო ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში რისკის ანალიზის სისტემის განვითარებისა და საზღვრის მართვასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებისაკენ.
 
 
 
 
 
28 – 30 ოქტომბერი 2015 
IOM-ის ტრენინგი პროკურატურის წარმომადგენლებისათვის  საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის თემაზე ბათუმში
 
2015 წლის 28 – 30 ოქტომბერს ბათუმში პროკურატურის წარმომადგენლებისათვის საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის თემაზე ტრენინგი ჩატარადა. ტრენინგს ესწრებოდნენ პროკურორები დასავლეთ საქართველოდან და ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და აჭარის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა. ტრენინგზე ასევე საუბარი იყო ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვის მიდგომაზე საზღვარზე მიგრანტების უკანონო ორგანიზებულ გადაყვანასთან ევროკავშირის მაგალითებზე დაყრდნობით. ამასთან, სამი დღის მანძილზე მონაწილეებს შორის შედგა საინტერესო მსჯელობა იმაზე, თუ რატომ იზრდება მიგრანტების მიერ საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობები. ტრენინგს უძღვებოდა IOM-ის საზღვრის ინტეგრირებული მართვის სპეციალისტი მარკ რიჩმონდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის დანაშაულის შედეგების ანალიზის სფეროში როგორც ევროკავშირის ქვეყნებში ასევე იემენსა და აფრიკის რქაში.

 
 
 
 
13 ოქტომბერი 2015
დოკუმენტების შემოწმების ტრენინგი ბათუმში
 
ევროკავშირის დაფინანსებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თხოვნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და ქუთაისში დოკუმენტების შემოწმების თემაზე წარმატებით ჩატარებული ტრენინგების შემდეგ 2015 წლის 13 ოქტომბერს ბათუმში კიდევ ერთი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 თანამშრომელი ბათუმიდან, ქობულეთიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ხელვაჩაურიდან, ქედადან, შუახევიდან და ხულოს ოფისებიდან, მარკ რიჩმონდი უძღვებოდა. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ იუსტიციის სახლების თანამშრომლები ბათუმიდან, ფოთიდან, ოზურგეთიდან და ქუთაისიდან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ნატანებიდან, ჯვარიდან, ორსანთიადან, გეგუთიდან და ნიგოითიდან. იდენტურობის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში ჯგუფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს მაცხოვრებლებად რეგისტრაციის დროს უცხოურ პირადობაზე და დამხმარე დოკუმენტებზე ყურადღების გამახვილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქუთაისის იუსტიციის სამსახურის თანამშრომლის თქმით: ”IOM-ის წინა ტრენინგი, რომელიც 2015 წლის აპრილში ჩატარდა, დაგვეხმარა გაყალბებული დოკუმენტების აღმოჩენაში. გვიხარია, რომ ეს ტრენინგი კვლავაც გრძელდება და ჩვენს სხვა კოლეგებსაც გამოადგება.” 

                        
 
 
 
 
პროექტის მიღწევების შეჯამება - საინფორმაციო ბიულეტენის მეორე გამოშვება  
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შეასრულა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” (მეტი მეტისათვის) პირველი 20 თვე. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და საზღვრების მართვის სფეროში და მიგრაციის ნაკადებით გამოწვეული სირთულეების გადალახვის პროცესში.  და გაეცანით ჩვენს წლევანდელ მიღწევებს და მომავალი წლის გეგმებს. 
 
 
 
 
6 - 8 ოქტომბერი 2015
ბელგიელი ექსპერტების და შსს-ს სამუშაო შეხვედრა ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვის თემაზე
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია ბატონი მარკ სიმონი და ჟან-ივს დელოიერი, ექსპერტები ბელგიიდან, რომლებმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლებისთვის 6 - 8 ოქტომბერს უხელმძღვანელეს სამუშაო შეხვედრას თემაზე ”ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვა”. შეხვედრა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ანალიტიკოსების როლი, ინფორმაციული დინება და ოპერატიული ინფორმაციის ეფექტური გაზიარება. ევროკავშირის მაგალითების საშუალებით ექსპერტებმა საკითხი რეალურ კონტექსტში განიხილეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა შალვა ხუციშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი წარმატებით გადადგმული ნაბიჯია ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვის საქართველოს მოდელში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრის შედეგად გადაწყდა შეიქმნას შსს-ს სამუშაო ჯგუფი დანაშაულის პრევენციის ამ მნიშვნელოვან სფეროში შემდგომი მიღწევების უზრუნველსაყოფად.
 
 
 
 
6 - 8 ოქტომბერი 2015
ბელგიელი ექსპერტების და შსს-ს სამუშაო შეხვედრა ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვის თემაზე
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია ბატონი მარკ სიმონი და ჟან-ივს დელოიერი, ექსპერტები ბელგიიდან, რომლებმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლებისთვის 6 - 8 ოქტომბერს უხელმძღვანელეს სამუშაო შეხვედრას თემაზე ”ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვა”. შეხვედრა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ანალიტიკოსების როლი, ინფორმაციული დინება და ოპერატიული ინფორმაციის ეფექტური გაზიარება. ევროკავშირის მაგალითების საშუალებით ექსპერტებმა საკითხი რეალურ კონტექსტში განიხილეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა შალვა ხუციშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი წარმატებით გადადგმული ნაბიჯია ოპერატიული ინფორმაციით განსაზღვრული წესრიგის დაცვის საქართველოს მოდელში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრის შედეგად გადაწყდა შეიქმნას შსს-ს სამუშაო ჯგუფი დანაშაულის პრევენციის ამ მნიშვნელოვან სფეროში შემდგომი მიღწევების უზრუნველსაყოფად.
 
 
 
 
21 – 24 სექტემბერი 2015
დოკუმენტების უსაფრთხოების და ყალბი დოკუმენტების გამოვლენის ტრენინგი შსს-ს საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის
 
2015 წლის 21 – 24 სექტემბერს ევროკავშირის დაფინანსებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ჩაატარა დოკუმენტების უსაფრთხოების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგი საქართველოს საპატრულო პოლიციის ოფიცრებისთვის. ჯგუფი შედგებოდა საზღვარზე ყალბი დოკუმენტების გამოვლენის სფეროში ყველაზე გამოცდილი ოფიცრებისგან. ტრენინგის მიზანია ყალბი დოკუმენტების გამოვლენის სტანდარტის გაუმჯობესება და ის შსს-ს სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დოკუმენტებთან მუშაობის ექსპერტების განთავსებას გულისხმობს. აღნიშნულ სტრატეგიას ასევე მხარს უჭერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ტრენინგში მონაწილე ოფიცრები განთავსებულნი არიან ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და ძირითად სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, როგორებიც არის წითელი ხიდი, სადახლო და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.
 
ტრენინგს უძღვებოდნენ ერიკ გეესტმანი და რუბენ ვილერინგი, ექსპერტები ნიდერლანდებიდან. ოფიცრებმა მიიღეს ვრცელი ინსტრუქციები დოკუმენტების უსაფრთხოების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის თემაზე, თუმცა ტრენინგის მთავარი ნაწილი პრაქტიკული სავარჯიშოებისგან შედგებოდა. ოფიცრებმა გაიარეს ტესტირება ყალბი დოკუმენტების ამოცნობაზე ისეთივე შეზღუდვების გათვალისწინებით და ისეთივე სტრესულ გარემოში, როგორშიც მუშაობა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უწევთ. ამასთან, კურსი დასრულდა წერითი გამოცდით, რომლის შემდეგაც ყველა მონაწილემ იმუშავა ორ სამგზავრო დოკუმენტზე, სხვების დახმარების გარეშე. ამის შემდეგ, მონაწილეებმა მოისმინეს დეტალური მოხსენება ჰოლანდიელი ექსპერტებისგან და მათ წინ იმუშავეს ყალბი დოკუმენტების ამოცნობაზე. ტრენინგი სპეციალურად იყო შედგენილი ისე, რომ მომხდარიყო მონაწილეების შესაძლებლობების შეფასება შეზღუდულ დროში, რისი გათვალისწინებითაც აუცილებელია ოფიცრების მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება და ყურადღება. ტრენინგის დახურვას დაესწრო ბატონი გიორგი რაზმაძე, საპატრულო დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც მადლობა უთხრა ევროკავშირს და IOM-ს გაწეული მხარდაჭერისთვის და ჩატარებული ტრენინგი შეაფასა როგორც ”ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღნიშნულ სფეროში ქართველი ოფიცრების უნარების  მათი ჰოლანდიელი კოლეგების უნარებთან გათანაბრებისკენ.”

 
 
 
 
IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს Keesing-ის სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების აპარატურა გადასცა  
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს, თბილისის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ელექტრონულად შეუერთდა Keesing-ის სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ბაზას. აღნიშნული ბაზის საშუალებით სააგენტოს თანამშრომლებს ექნებათ წვდომა ზუსტ და განახლებულ ინფორმაციზე ისეთი საინდენტიფიკაციო დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნების პასპორტები. სისტემაში კარგად ჩანს დოკუმენტების ყველა დეტალი და უსაფრთხოების მახასიათებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლები ადვილად მოახდენენ მათ ხელთ არსებული გაყალბებული დოკუმენტების გამოვლენას. სამგზავრო დოკუმენტების რაოდენობა და სახეობები იზრდება რაც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მეტ თავდაჯერებულობასა და ცოდნას, მათთან მუშაობის კუთხით.  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიომეტრული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის უფროსის, ბატონი კოკა ანდღულაძის თქმით: ”ჩვენი მიზანია საქართველოს და უცხო ქვეუნის მოქალაქეებს მივაწოდეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ამისთვის ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლება არის მზად და აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი მოვალეობის პროფესიონალურ დონეზე შესრულებაში.” 
 
 
 
 
18 სექტემბერი 2015
IOM-მა საკონსულო მომსახურების ელექტრონული მართვის სისტემა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ცერემონიაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საკონსულო მომსახურების ელექტრონული მართვის სისტემის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხუთწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის კულმინაციაა. აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება რეადმისიის მართვის მიმართულებით და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოვლისმომცველი ელექტრონული საკონსულო მომსახურების პაკეტის შეთავაზება.
 
ცერემონიას, რომელიც ასევე მოიცავდა სისტემის კოდების გადაცემას, ევროკავშირის, ჩეხეთის რესპულიკის და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის თანადამფინანსებლები არიან.
 
საკონსულო მომსახურების ელექტრონული მართვის  სისტემის ძირითადი მოდულია რეადმისიის ელექტრონული მართვის მოდული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საქართველოს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ელექტრონული მოდულია და გამოიყენება ევროკავშირში უკანონოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის მოთხოვნების ასატვირთად და დასამუშავებლად.
 
IOM ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან ამ ინსტრუმენტის პოპულარიზაციისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც თანამშრომლობს ევროკავშირთან რეადმისიის მართვის კუთხით.
 
აღნიშნული ხუთწლიანი პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის და თავშესაფრის სფეროში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის თემატური პროგრამის ფარგლებში. 
 
 
 
 
27 აგვისტო 2015
IOM-მა ბათუმში დევნილთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა
 
ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე საზოგადოებისათვის სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის  წარსადგენად ბათუმს ეწვია. პროგრამას სამინისტრო 2015 წლის ივნისიდან აფინანსებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დელეგაცია ქალაქის ცენტრში მდებარე IOM-ის ბათუმის ოფისში მიიღო.
 
მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ახალი შესაძლებლობები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და სურს ხელახლა და ხანგრძლივად დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან რეინტეგრაციის სფეროში და მიესალმება დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ევროკავშირს და საქართველოს შორის თანამშრომლობის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და მიგრაციის მართვის კონტექსტში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და განაპირობებს მთავრობის მხრიდან მდგრადი რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით დამოუკიდებელ საქმიანობას.

    
 
 
 
 
IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს Keesing-ის სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების აპარატურა გადასცა  
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს, თბილისის აეროპორტი, კრიმინალისტიკის ლაბორატორიები თბილისსა და ბათუმში და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულად შეუერთდა Keesing-ის სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ბაზას. აღნიშნული ბაზის საშუალებით თანამშრომლებს ექნებათ წვდომა ზუსტ და განახლებულ ინფორმაციზე ისეთი საინდენტიფიკაციო დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნების პასპორტები. სისტემაში კარგად ჩანს დოკუმენტების ყველა დეტალი და უსაფრთხოების მახასიათებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლები ადვილად მოახდენენ მათ ხელთ არსებული გაყალბებული დოკუმენტების გამოვლენას. სამგზავრო დოკუმენტების ექსპერტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერის, ქეთი კობახიძის თქმით ”გარკვეული რაოდენობის პასპორტების ნიმუშებს ყოველთვის ვიღებთ, მაგრამ სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების ბაზის საშუალებით ჩვენ ახლა სრულყოფილი წვდომა გვაქვს იმ დოკუმენტებთან, რომლებიც ამჟამად ცირკულაციაშია.” 
    
 
 
 
 
2015 წლის 7-9 და 21-23 ივლისი 
IOM-ის პრეზენტაციის უნარების ტრენინგი შსს-ს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15 თანამშრომლისთვის 
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15 თანამშრომლისთვის 2015 წლის 7-9 და 21-23 ივლისს პრეზენტაციის უნარების განვითარების ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებს შორის იყვნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, შსს-ს აკადემიის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს  და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები. ზოგადად, აღნიშნული ტრენინგის მიზანია ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების პტრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მონაწილეები ეცნობიან ტრენინგის ჩატარების დროს ჩვეული შეცდომების თავიდან აცილების გზებს და თავად ეძლევათ საშუალება გააკეთონ ორი პრეზენტაცია, რომლის დროსაც ხდება მათი გადაღება. სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტოს თანამშრომლის, მარიკა მშვილდაძის თქმით, ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ტრენინგის დროს მიღებული რეკომენდაციები დაეხმარება მონაწილეებს მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობესონ პრეზენტაციის უნარები. 

                  
 
 
 
 
2015 წლის 15 – 16 ივლისი 
ქართველი სამართალდამცავები ქუჩის ბავშვების ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ პრაქტიკას გაეცნენ
 
15 და 16 ივლისს 40-მდე ქართველი პოლიციელი და პროკურორი დაესწრო ტრენინგს თემაზე ”ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პრაქტიკა”. ტრენინგი ეხებოდა ქუჩის ბავშვების ექსპლუატაციის და იძულებითი მათხოვრობის წინააღმდეგ ბრძოლას. თბილისს ეწვია ექსპერტი რუმინეთის პოლიციიდან და ქართველ კოლეგებს გაუზიარა ბავშვების მათხოვრობასთან ბრძოლის და ამ სფეროში განსაკუთრებით რთულ გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილება.
 
ტრენინგამდე ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამინისტროებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშთა ტრეფინკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მათ შორისაა განათლების და სოციალური დაცვის სამინისტროები. რუმინელმა ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მკაცრი სისხლის სამართლის მნიშვნელობაზე, რაც ტრეფიკიორების და ექსპლუატატორების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ძირითადი საფუძველია. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები, მშობლების პასუხისმგებლობა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა საზღვარზე მათხოვრობის მიზნით ბავშვების გადაყვანის შემთხვევაში.
 
ეს ღონისძიება მესამეა შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ იმ საქმიანობებს შორის, რომლებიც ეყრდნობა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელების შეფასების მესამე ანგარიშის რეკომენდაციებს, რაც კონკრეტულად ეხება ადამიანებით ვაჭრობას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ”მეტი მეტისათვის” პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მომავალშიც გეგმავს ღონისძიებებს საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ. 
 
 
 
 
2015 წლის 1 – 2 ივლისი 
IOM-ის ტრენინგი საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის თემაზე
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საზღვრის მართვის სპეციალისტმა, მარკ რიჩმონდმა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი პროკურორები და სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიგრაციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო, არალეგალური მიგრაციასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები, უკანონო გადაყვანისა და ტრეფიკინგის დანაშაულებს შორის სხვაობა და ევროკავშირის ქვეყნების გამოწვევები თურქეთიდან და ხმელთაშუა ზღვით უკანონოდ გადაყვანილ მიგრანტებთან მიმართებაში. მონაწილეებმა ცოცხალი მაგალითების საშუალებით  მიგრანტთა უკანონო გადაყვანა ორგანიზებული დანაშაულის კონტექსტში განიხილეს. ჯგუფის წევრებმა ტრენინგის ფარგლებში ბევრი საინტერესო საკითხზე და საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობებისთვის საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს.   


 
 
 
 
 
2015 წლის 30 ივნისი
ბელგიის დელეგაციის ვიზიტი მობილურობის ცენტრში
 
30 ივნისს ბელგიის მთავრობის დელეგაცია და ფედერალური საემიგრაციო დეპარტამენტის ოფიციალური პირები მობილურობის ცენტრს ეწვიენ და გაეცნენ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი სარეინტეგრაციო დახმარების პროექტს. ბელგიიდან დაბრუნებული ქართველი მიგრანტები ხშირად აკითხავენ მობილურობის ცენტრს სარეინტეგრაციო დახმარების მისაღებად საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ბელგია მეექვსე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის საიდანაც ყველაზე მეტი ქართველი ბრუნდება და იღებს სარეინტეგრაციო დახმარებას.

აღნიშნულ ვიზიტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დაბრუნებული მიგრანტების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორის,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს .
 
 
 
 
2015 წლის 30 ივნისი – 1 ივლისი
IOM-ის სამუშაო შეხვედრა თემაზე: ”მიგრაცია და განვითარება”
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით უმასპინძლა  სამუშაო შეხვედრას თემაზე: "მიგრაცია და განვითარება". შეხვედრა თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ბატონმა შტეფან შტორკმა, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ილიანა დერილოვამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა ნანა წიკლაურმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, პრემიერ მინისტრის ეკონომიკური საბჭოს აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური განათლება, ფულადი გზავნილების სერვისები და მიგრაციის გათვალისწინება ქვეყნის განვითარების გეგმებში. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ქალბატონი მიქაელა ვანორე, UNU-Merit მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორი.
 
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივს ფარგლებში გაიმართა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია მიგრაციის მონაცემთა მართვა. შეხვედრის მეორე დღეს, IOM-ის პროგრამების ადგილობრივმა კოორდინატორმა, ქალბატონმა ნათია კვიციანმა, ისაუბრა დიასპორის ვებ პორტალზე, , რომელიც დიასპორის სამინისტროსთან მჭიდრე თანამშრომლობის განვითარდა. პორტალის მიზანია საქართველოს და მის დიასპორას შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
 
 
 
 
2015 წლის 22 – 26 ივნისი
IOM-ის ტრენინგი მიგრაციის დეპარტამენტის 18 თანამშრომლისთვის
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის კონკრეტული მოთხოვნას გამოეხმაურა. მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი 2015 წლიდან მცირე რაოდენობის ბენეფიციარებს მასპინძლობს. თუმცა, მიგრაციის დეპარტამენტს აქვს სურვილი გაეცნოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას მსგავსი ცენტრების მართვის სფეროში, რომ უზრუნველყოს საქართველოში მიგრანტების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება. ექსპერტმა ნიდერლანდებიდან, გრეგ პიდაკოსმა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სტანდარტული ოპერატიული პროცედურები, კონფლიქტის თავიდან არიდება და ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. დეპარტამენტის თანამშრომლები აცნობიერებენ, რომ მომავალში, ცენტრის სრულად შევსების შემთხვევაში, ისინი ბევრად უფრო მეტი და განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან. 

 
 
 
 
2015 წლის 15 – 18 ივნისი
საზღვრის მართვის სპეციალისტების სამუშაო ვიზიტი ფინეთში
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისის საზღვრის მართვის სპეციალისტმა, ფინეთის სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომლის ვიზიტს ფინეთის ცენტრში მდებარე სასაზღვრო რეგიონში, კაინუში, 2015 წლის 15-დან 18 ივნისამდე. ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს საქართველოსთვის 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების საზღვრის სამეთვალყურეო აღჭურვილობის შესყიდვა. ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს ის აღჭურვილობა, რომელსაც ფინეთი იყენებს და მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კამერების და სენსორების სინქრონიზაცია ფინეთის სასაზღვო პოლიციის მიერ დიდ მანძილზე უმიზეზოდ გამგზავრების თავიდან აცილების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, სენსორი ცხოველზე მოახდენს რეაგირებას. სამუშაო ვიზიტის პერიოდში შედგა დისკუსია საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და პრაქტიკული ხასიათის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც შსს-ს თანამშრომლებმა მოინახულეს სუომუსალმისთან მდებარე მწვანე საზღვარი, ქაჯაანის მართვის ცენტრი და ვარტეუსის სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი. ვარტეუსში საქართველოს შსს-ს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ფინეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამშვები პუნქტის სამხრეთი ნაწილის ვერტმფრენით პატრულირებაში.  ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, გიორგი გუგუნაშვილის თქმით: ”ჩვენი ცოდნის და შესაძლებლობების განვითარებისთვის ასეთი მრავალფეროვანი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებს ფინეთის სასაზღვრო პოლიცია სამეთვალყურეო აღჭურვილობას და GPS სისტემას მოშორებით მდებარე სასაზღვრო რაიონებში, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.”
                                                                                       
 
 
 
 
2015 წლის 1 - 5 ივნისი
ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის ტრენინგი შემოსავლების სამსახურის 25 ოფიცრისთვის
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოში მოიწვია პოლონელი ექსპერტი, ბატონი რემიგიუს ვოზნიაკი. ექსპერტმა შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შერჩეული ოფიცრების 25 კაციან ჯგუფს ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარა.
 
ტრენინგი ორხევის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა კონტრაბანდის მარშრუტები და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანის მეთოდები, დოკუმენტების ანალიზი, საბაჟო სამსახურის როლი ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლაში, პირადი ჩხრეკის იურიდიული საფუძვლები და პრაქტიკული საკითხები. ტრენინგის ბოლოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ეწვიენ თბილისის აეროპორტს და მონაწილეობა მიიღეს ოთხ საათიან სავარჯიშოში, რამაც მათ საშუალება მისცა პრაქტიკაში გამოცადათ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები.
 
საქართველოს შემოსავლების სამსახური უკვე რამოდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს პოლონელ კოლეგებთან. IOM განაგრძობს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერას რისკის ანალიზის, ტრენინგის უნარების და ტვირთის ჩხრეკის და შემოწმების მიდგომების განვითარების მიმართულებით. 
 
 
 
 
2015 წლის 26 - 29 მაისი
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
 
26 – 29 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) კოორდინაცია გაუწია შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მაკა ხვედელიძის, ვიზიტს დიდ ბრიტანეთში. ვიზიტის მიზანი იყო რეალური ინფორმაციის მიღება დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაზე რისკის ანალიზის სფეროში. საქართველოს დელეგაცია გაეცნო ფელიქსთოუს პორტის საქმიანობას, რომლის პასუხისმგებლობაშია დიდ ბრიტანეთში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო ტვირთის 46%. ოფიცრებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან პორტში დიდი რაოდენობის ტვირთთან მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. კოვენტრის საერთაშორისო საფოსტო ცენტრში საქართველოს დელეგაცია გაეცნო 2.2 კგ-ზე მეტი რაოდენობის საფოსტო ნივთების შემოწმების და რისკის ანალიზის დეტალებს. დისკუსია გაიმართა ისეთი თემებზე, როგორიცაა ფალსიფიცირებული ფარმაცევტული საშუალებების ჩამორთმევა და შესაბამისი გადასახადის გადახდა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გამოგზავნილ ტვირთზე. ვიზიტის დასასრულს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ეწვიენ ბირმინგჰემის აეროპორტს და გაეცნენ წითელ ზონაზე მუშაობის სპეციფიკას და რისკის ანალიზის მიდგომას საჰაერო ტრანსპორტით ტვირთთან მიმართებაში. თბილისში დაბრუნებამდე ქალბატონმა მაკა ხვედელიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “IOM-ს მივმართეთ თხოვნით დაეგეგმა სამუშაო ვიზიტი იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ, რაც შემოსავლების სამსახურს  რისკის ანალიზის სისტემის ჩამოყალიბების სფეროში ხვდება. დიდ ბრიტანეთში ვიზიტმა სწორედ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისი შედეგი მოიტანა.”
 
 
 
 
2015 წლის 29 მაისი
IOM-მა NGO-ებს რეინტეგრაციის სფეროში საკუთარი  გამოცდილება გაუზიარა
 
პარასკევს, 29 მაისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაბრუნებული მიგრანტების ქართულ საზოგადოებაში მდგრადი რეინტეგრაციის და მათთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდების მიზნით ტრენინგი ჩაატარა.
 
ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული, დაბრუნებულ მიგრანტებზე მორგებული მომსახურების მიმწოდებელი ყველაზე კვალიფიციური ორგანიზაციები და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან, რომლებიც 2015 წლის დასაწყისში სამინისტრომ საქართველოს 5  რეგიონულ ცენტრში გამოავლინა. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ისაუბრა აღნიშნული მიზნისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ საბიუჯეტო სახსრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის მომავალ წლებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა აღნიშნულ სფეროში საქართველოს მასშტაბით მოქმედი IOM-ის  4 მობილურობის ცენტრის ჩართულობის მნიშვნელობაზე და ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომლის მიხედვითაც ხდება დაბრუნებულ მიგრანტებს შორის ბენეფიციარების გამოვლენა. შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მიგრანტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას დაბრუნებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. 
 
 
 
 
IOM-ის ტრენინგი ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის   
საქართველოს მთავრობის თხოვნით IOM-მა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის საკონსულტაციო ცხელი ხაზის ოპერატორთა გუნდისთვის ტრენინგი ჩაატარა. ცხელი ხაზი 2 100 229 უკვე 8 წელია რაც ფუნქციონირებს, თუმცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უახლესი რეფორმების ფარგლებში ცხელი ხაზის ოპერატორთა გუნდი შეიცვალა.
 
IOM-ის ცხელი ხაზის ოპერატორმა, მობილურობის ცენტრის მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის განყოფილების კოორდინატორმა, ფონდის ოპერატორებს ცხელი ხაზის მართვის, უახლესი ინფორმაციის შეგროვების, ცხელი ხაზის მომხმარებლებთან კომუნიკაციის ტექნიკის და გადამისამართების (იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარების შეკითხვა სახელმწიფო ფონდის მანდატს სცილდება) მეთოდოლოგიის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
 
ტრენინგი IOM-მა 8 მაისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შეფასების ანგარიშის საპასუხოდ ჩაატარა.

აღნიშნული თანამშრომლობა ეფიძნება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის 2013 წელს გაფორმდა და  ახლახან 2 წლის ვადით გაგრძელდა. IOM ასევე განაგრძობს სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლობას ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლთა გამოვლენის და მათი გადამისამართების კუთხით.  
 
ცხელი ხაზის მომსახურების სფეროში IOM-ის გამოცდილებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს
 
 
 
 
2015 წლის 18 - 22 მაისი  
რისკის ანალიზის ექსპერტის, კაროლ ტურზინსკის ვიზიტი საქართველოში
 
 
IOM-ის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, პროექტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კაროლ ტუნრზინსკი ეწვია. ერთკვირიანი ვიზიტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა ანალიზის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი შეხვდა შსს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მოინახულა მწვანე საზღვარი და სასაზღვრო გამტარი პუნქტი. ექსპერტი აგრეთვე შეხვდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და გაეცნო საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს.

 
 
 
 
2015 წლის 16 მაისი  
საინფორმაციო კამპანია საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ
 
 
სურათი ეკუთვნის ICMPD-ს2015 წლის 16 მაისს ქუთაისში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ქუთაისის ოფისმა საზოგადოებას IOM-ის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის ”მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად” რეინტეგრაციის და უსაფრთხო მიგრაციის კომპონენტები გააცნო. დაინტერესებულ პირებს IOM-ის წარმომადგენლებმა ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა უცხოეთში ლეგალურად მუშაობის და სწავლის შესაძლებლობები, უკანონო მიგრაციის საფრთხეების თავიდან აცილების გზები და ტრეფიკინგი, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები. საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა IOM-ის პარტნიორი ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე (VLAP) ცნობიერების ამაღლება. აღნიშნულ პროექტს ICMPD ევროკავშირის დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

სურათი ეკუთვნის ICMPD-ს
 
 
 
 
მესამე ანგარიში VLAP-ის იმპლემენტაციის შესახებ  
2015 წლის 8 მაისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ. ეს არის VLAP-ის მეორე ფაზის მოთხოვნების შესრულების შეფასების პირველი ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ შემდგომი ღონისძიებების ფარგლებში  გასათვალისწინებლად.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აგრძელებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის და აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის VLAP-ის კრიტერიუმების მიხედვით განვითარებაში.
 
სრული ანგარიში იხილეთ 
 
 
 
 
2015 წლის 5 - 6 მაისი 
საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის კურსი მოსამართლეებისთვის 
 
ევროკავშირის დაფინანსებით ქართველმა ექსპერტმა, მარი მესხმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის სპეციალისტმა, მარკ რიჩმონდმა 2015 წლის 5 და 6 მაისს მოსამართლეებისთვის აჭარიდან, ფოთიდან, სამტრედიიდან, თელავიდან და ახალციხიდან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ქალბატონი მესხი მონაწილეებს ესაუბრა საქართველოს კანონმდებლობაზე და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის და ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულებს შორის განსხვავებებზე. ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მიგრანტთა თანხმობა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის დროს და საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანა, როგორც მომსახურება/ბიზნეს ტრანზაქცია. საზღვრის საერთაშორისო კონტექსტში საუბარი იყო ხმელთაშუა ზღვაში უკანონო მიგრანტების დაღუპვის უახლეს შემთხვევებზე და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანისთვის დაწესებულ ჯარიმებზე. ამასთან, ტრენინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის შემთხვევების საქმის წარმოების გზები. ბათუმის საქალაქო მოსამართლის, ბატონი დავით მამისეიშვილის თქმით ”ტრენინგი დაგვეხმარა აღვიქვათ საკითხი უფრო ფართო პერსპექტივაში. ჩვენთვის ასევე საინტერესო იქნება მონაწილეობა ტრენინგ კურსებში ჩვენს  პარტნიორებთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურებიდან”. 
 
 
 
 
2015 წლის 14 და 17 აპრილი
ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის თბილისსა და ქუთაისში
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ერთობლივი ძალისხმევით ჩაატარეს ტრენინგი ყალბი დოკუმენტების გამოვლენის და იდენტურობის მართვის საკითხებში თბილისსა და ქუთაისში. IOM-ის ტრენერი და საზღვრის მართვის სპეციალისტი, მარკ რიჩმონდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომელთან, ქეთევან კობახიძესთან ერთად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 46 თანამშრომელს ესაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა დოკუმენტების ბოროტად გამოყენება და გაყალბებული დოკუმენტების მქონე პირთა გამოვლენა. ტრენინგს ესწრებოდნენ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების განაცხადებზე და ყოველდღიურად ამოწმებენ საქართველოს მოქალაქეების პასპორტებს, პირადობის და ბინადრობის დოკუმენტებს. ტრენერებმა ყურადღება გაამახვილეს პირველადი დოკუმენტების გამოყენებაზე და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ მიზანს და უზრუნველყოს, რომ ერთ ადამიანს შეესაბამებოდეს ერთი იდენტობა. ქუთაისში ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილის თქმით ”ტრენინგ კურსის და მაგალითების დახმარებით ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ყალბი დოკუმენტების მქონე პირებმა, ჩვენი ძალისხმევისა და ძლიერი სისტემის მიუხედავად, შესაძლოა წარმატებით მიაღწიონ მიზანს.”
 
 
 
 
 2015 წლის 1 აპრილი
 IOM-ის დაცული დოკუმენტების შემოწმების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგი
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამზადებელი კურსის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საკონსულოს 7 თანამშრომელისთვის ჩაატარა დაცული დოკუმენტების შემოწმების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგი. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დაცული ქაღალდი, ბეჭდვის ტექნიკა და ნამდვილი დოკუმენტების გაყალბება. მათ დეტალურად შეისწავლეს ბოლო წლების მანძილზე მეტად დახვეწილი, თანამედროვე სამგზავრო დოკუმენტები. ტრენინგეზე ასევე საუბარი იყო დოკუმენტების გაყალბების სხვადასხვა ფორმებზე და ისეთ გამოწვევებზე კრიმინალებისთვის, როგორიც არის პოლიმერის ბიოგრაფიული დეტალების გვერდი სამგზავრო დოკუმენტში. ტრენინგის მონაწილეებისთვის ეს თემა ახალი იყო, მაგრამ ტრენერის, საზღვრის მართვის სპეციალისტის, მარკ რიჩმონდის დაკვირვებით, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგში და მაქსიმალურად სწრაფად აითვისეს მიღებული ინფორმაცია.  
 
 
 
 
 
2015 წლის 18 მარტი
საორგანიზაციო კომიტეტმა მეოთხე შეხვედრაზე საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში მიღწეული შედეგები განიხილა
 
18 მარტს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”მეტი მეტისათვის” პროექტის მიღწევები შეაჯამეს.  
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მონაწილეებს მოკლედ გააცნო 5 თვის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა სახელმწიფო სამთავრობო სტრუქტურების, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაძლებლობების განვითარებისკენ იყო მიმართული. IOM-მა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამას, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეძლებენ სარეინტეგრაციო დახმარება გაუწიონ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს. ეს დადებითი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რაც მიანეშნებს საქართველოს ხელისუფლების მეტ ჩართულობაზე და პირდაპირ ეპასუხება ”მეტი მეტისათვის” პროგრამის და საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს.
                                                                           
მომავალ კვარტალში IOM გეგმავს 20-მდე ღონისძიებას, რაც მოიცავს ყალბი დოკუმენტების გამოვლენის ტრენინგ კურსებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის და საქართველოს რისკის მართვის სისტემის ყოვლისმომცველ შეფასებას საზღვრის მართვის სფეროში.
 
დამატებითი დეტალებისთვის
 
 
 
 
 
2015 წლის 10-12 მარტი
სწავლების ტექნიკის კურსი შემოსავლების სამსახურის 8 თანამშრომლისთვის
 
ევროკავშირის დაფინანსებით და შემოსავლების სამსახურის თხოვნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2015 წლის 10 - 12 მარტს შემოსავლების სამსახურის 8 თანამშრომლისთვის სწავლების ტექნიკის კურსი ჩაატარა. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ პროექტის დაგეგმვის, რისკის ანალიზის სპეციალისტები და სასაზღვრო გამშვები პუნქტების, იურიდიული დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგის ბოლოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილემ, მაკა ხვედელიძემ, ისაუბრა კურსის მნიშვნელობაზე შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სწორი და მიზანმიმართული წარდგენისთვის. ქალბატონმა მაკამ დიდი მადლობა უთხრა IOM-ს და გამოთქვა მომავალში შემოსავლების სამსახურის სხვა თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგის ჩატარების სურვილი. 
 
 
 
 
2015 წლის 4-5 მარტი
ინტერვიუს უნარების ტრენინგი საპატრულო პოლიციის 22 თანამშრომლისთვის
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის დაფინანსებით საპატრულო პოლიციის 22 თანამშრომლისთვის თბილისის აეროპორტიდან, წითელი ხიდიდან, სადახლოს და ყაზბეგის გამშვები პუნქტებიდან 4 – 5 მარტს ინტერვიუს უნარების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი შინაგან საქმეტა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა და მისი მიზანი მონაწილეების უნარების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგი ძირითადად საპასპორტო კონტროლის დროს გასაუბრებას და მეორად ინტერვიუს ეხებოდა. მონაწილეებმა წარმატებით გააანალიზეს სცენარებში აღწერილი სიტუაციები და წარმოადგინეს დასაბუთებული დასკვნები. ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის სპეციალისტი, მარკ რიჩმონდი. 
 
 
 
 
 2015 წლის 24 თებერვალი
რეინტეგრაციის სფეროში მოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 
   
 
24 თებერვალს IOM-ის ხელშეწყობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქმედო ჯგუფის მეათე შეხვედრა გაიმართა.
 
სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტების დასახმარებლად მდგრადი რეინტეგრაციის პროგრამების მხარდამჭერი პოლიტიკის განვითარება. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციები დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის  ინდივიდუალურ პროექტებს განახორციელებენ. ამ მიზნით სამინისტრო გამოყოფს 400,000 ლარს.

უკანასკლნელი წლების მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები დაემატება ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების სისტემატურ დაფინანსებას რეინტეგრაციის სფეროში. 

 
 
 
 
 - თქვენი კავშირი საქართველოსთან   
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ვებგვერდი  საკონსულო მომსახურების გამარტივებულად მიღებაში დაგეხმარებათ.  

ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ ელექტრონულად შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ დოკუმენტები და აირჩიოთ საკონსულო ვიზიტის თქვენთვის სასურველი დრო. ატვირთულ დოკუმენტებში ხარვეზების დადგენა დროულად მოხდება, რაც საკონსულოში განმეორებით ვიზიტს თავიდან აგაცილებთ.

მომსახურებათა ნაწილის მიღება შესაძლებელი გახდება ვიდეოზარის საშუალებით. 
 
 
 
 
 
 
 
2015 წლის 12 თებერვალი
IOM გლდანის სასწავლო ცენტრს ეწვია    
 
IOM ითვალისწინებს ახალგაზრდების მხრიდან მოწესრიგებულ საიმიგრაციო პროცესებში ჩართვის სურვილსა და მისწრაფებას და საინფორმაციო შეხვედრებს უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით ამჯერად აგრძელებს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. უცხოეთში კანონიერი დასაქმების შესაძლებლობები, სწავლა, გრანტები და სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის, არალეგალური მიგრაციის შესაძლო საფრთხეები და მათი პრევენცია - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზედაც გაიმართა საუბარი და დისკუსიები შეხვედრაზე გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში. სტუდენტები, ასევე გაეცვნენ დაბრუნებულ ემიგრანტთა გამოცდილებას. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრაზე სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, მოუწოდა გააკეთონ სწორი არჩევანი უსაფრთხო მიგრაციის სასარგებლოდ.

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროექტზე ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ნარიმანიძემ, ხოლო ცენტრის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა. ცენტრის ბიბლიოთეკაში გაიხსნა მიგრაციის კუთხე, სადაც დაინტერესებულთ მიგრაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. 

   
 
 
 
 
 2015 წლის 26 - 30 იანვარი
წარმოშობის წესების ტრენინგი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვი
ს    
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განაგძრობს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით” პროექტის ფარგლებში. 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ის აქტიურად იღებს დახმარებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ახალი და უცნობი პროცედურების წარმატებით განხორციელებაში. შემოსავლების სამსახურის თხოვნით და ლატვიის საბაჟოს მხარდაჭერით IOM-მა მოიწვია უფროსი მებაჟე-ოფიცერი, მარუტა ზნოტინა, რომელმაც ქართველ კოლეგებს წარმოშობის წესების საკითხში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება  გაუზიარა.

IOM-ის გადაწყვეტილებით ქალბატონმა ზნოტინამ ტრენინგი შემოსავლების სამსახურის 20 თანამშრომელს, ოფიცრებს და უფროს ოფიცერებს, ჩაუტარა; ტრენინგის ასეთი ფორმატი შემოსავლების სამსახურის არსებულ  სასწავლო გეგმაში ახალი სასწავლო მასალის გაერთიანების საშუალებას იძლევა. ”მადლობა გვინდა ვუთხრათ IOM-ს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ  მოიძია ისეთი ექსპერტი, რომელსაც აქვს წარმოშობის წესების საკითხში შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო კონკრეტული ცოდნა” - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაკა ხვედელიძე.
 
 
 
 
2014 წლის 21 იანვარი
IOM-ს და შსს-ს შორის თანამშრომლობა ჰუმანურ დაბრუნების ხელშეწყობისთვის   
 
 
2015 წლის 21 იანვარს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უკანონოდ მცხოვრები იმ უცხოელების ჰუმანურ დაბრუნებას, რომლებიც შსს-ს მიგრანტთა დაკავების ცენტრში იმყოფებიან. თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნულ ცენტრში მყოფი მიგრანტებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდება.  
 
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ”რეადმისიის ეფექტური მართვა სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირის ”მიგრაციის და თავშესაფარის საკითხებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის თამატური პროგრამა”. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას, რომ მოხდეს მიგრანტთა დაკავების ცენტრებში და მიგრანტთა დაბრუნების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების მართვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
 
 
 
 
 
 
 2014 წლის 4 დეკემბერი
მობილურობის ცენტრის შეხვედრა პოტენციურ მიგრანტებთან წეროვანში
 
2014 წლის 4 დეკემბერს IOM-ის მობილურობის ცენტრმა წეროვანში პოტენციური მიგრანტებისათვის, ადგილობრივი და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობებისა და არალეგალური მიგრაციის რისკების თავიდან აცილების გზების შესახებ; პასუხი გაეცა პოტენციურ მიგრანტებს მათთვის საინტერესო აქტუალურ შეკითხვებზე: როგორია უცხოეთში ლეგალური დასაქმების წესები და შესაძლებლობები? სად მოვიპოვოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის?  როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისაგან?  როგორ დავადგინოთ, რამდენად სანდოა შემოთავაზება?
 
მიგრაციასთა დაკავშირებულ მოლოდინებზე და რეალობაზე ისაუბრა დაბრუნებულ მიგრანტთა ორგანიზაციის ”მიგრაციის ცენტრის” ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა. დოკუმენტური  ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა  დისკუსია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ნარიმანიძემ შეკრებილთ  გააცნო   პროექტი დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის შესახებ და პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები და დახმარების მიმართულებები.
 
 
 
 
 
 
2014 წლის ნოემბერში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, გარდამავალ ეტაპზე, ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის შეღავათიანი პირობები დაწესდა. ამასთან ერთად განისაზღვრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილეთათვის ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის გამარტივებული პროცედურები. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე მოაწერა ხელი და იგი გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
 
 
 
 
 
2014 წლის 28 ნოემბერი
IOM-მა საორგანიზაციო კომიტეტის მესამე შეხვედრას უმასპინძლა
 
2014 წლის 28 ნოემბერს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იუსტიციის სახლში მესამედ შეიკრიბნენ. შეხვედრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, ევროკავშირის დელეგაციის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებმა გახსნეს.
 
IOM-მა ინტეგრირებული საზღვრის მართვის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის და მიგრაციის მონაცემთა მართვის სფეროებში პროექტის ამ ეტაპზე მიღწეულ შედეგებზე და მობილურობის ცენტრების მიერ დაბრუნებული მიგრანტებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. IOM-მა და ICMPD-მ, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ პროექტს, მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში წარმატებით გამოყენებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტიზა და ამ მიმართულებით ისაუბრეს მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კონკრეტული ექსპერტიზის საჭიროებები პროექტის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით განხორციელებისათვის. 
 
 
 
 
 
 
2014 წლის 24 ნოემბერი
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სიტყვით გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციაზე. ასევე აღინიშნა რეფორმების პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა.


სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ 
 
 
 
 
 
2014 წლის 19- 21 ნოემბერი
უნარ-ჩვევების ტრენინგი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის
 
19 - 21 ნოემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩაატარა პრეზენტაციის უნარ-ჩვევების ტრენინგი. კურსის მიზანი იყო ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სააგენტოს საქმიანობის წარმოჩენისათვის საჭირო უნარების განვითარება.

კურსს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის სათაო ოფისის და სარფის, წითელი ხიდის და სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტების თანამშრომლები. ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის და ტრენინგის სპეციალისტი, მარკ რიჩმონდი.  
 
 
 
 
 
2014 წლის 6- 7 ნოემბერი
IOM-ის ტრენინგი მიგრანტთა უფლებების საკითხზე შსს-ს აკადემიაში
 
ევროკავშირის დაფინანსებით მიგრაციის საერთშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, სასაზღვრო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის მიგრანტთა უფლებების საკითხზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე და მაგალითებზე დაყრდნობით ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე და განეხილათ მირანტთა უფლებები უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ახალი კანონის კონტექსტში.

 
 
 
 
 
2014 წლის 3- 5 ნოემბერი
IOM-ის ტრენინგი მიგრანტთა მიგრანტთა უკანონო გადაყვანის საკითხზე
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შსს-ს აკადემიაში ევროკავშირის დაფინანსებით სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე „მიგრანტთა უკანონო გადაყვანა“. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, შსს-ს აკადემიის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა.

მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებული დანაშაული საერთაშორისო მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს და მის წინააღმდეგ ბრძოლა სამართალდამცავი სტრუქტურების პრიორიტეტია. ტრენინგის ბოლოს ექსპერტმა, ადრიან ლოქსტონმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ ეფექტური კომუნიკაციის არხების გამოყენებით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. 
 
 
 
 
 
2014 წლის 20- 24 ოქტომბერი
შსს-ს თანამშრომლების ტრენინგი დოკუმენტების უსაფრთხოებასა საკითხებზე
 
2014 წლის 20 – 24 ოქტომბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით საქართველოს შინაგან საქმეთა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის დოკუმენტების უსაფრთხოების და თაღლითობის საკითხებში ტრენინგი ჩატარდა. 

ჰოლანდიელმა ექსპერტებნა, იოჰან ჰოლეგიმ და ჰენდრიკ ვან ზანტენმა მონაწილეებს დოკუმენტების უსაფრთხოების უახლესი ტექნიკა გააცნეს და ისაუბრეს პოლიმერის და კოტონის გამოყენებაზე სამგზავრო დოკუმენტებში და ქაღალდის ფულში. დოკუმენტების ბოროტად გამოყენების თემატიკა, კერძოდ, ევროკავშირის ელექტრონულ პასპორტებში რადიო სიხშირის იდენტიფიკაციის ბიოჩიპების უკანონო ჩანაცვლება, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის დემონსტრირება, თუ როგორ იცვლება სამგზავრო დოკუმენტების ბოროტად გამოყენების გზები უფრო და უფრო დახვეწილი უსაფრთხოების მახასიათებლების საპასუხოდ. ტრენინგის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი, ნუგზარ სუჯაშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ილიანა დერილოვა.
 
 
 
 
 
 
2014 წლის 15 - 17ოქტომბერი
დოკუმენტების შემოწმების ტრენინგების მეორე რაუნდი მესაზღვრეებისთვის
 
2014 წლის 15 – 17 ოქტომბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს საპატრულო პოლიციის სახმელეთო და საჰაერო გამშვები პუნქტების მესაზღვრეებისთვის დოკუმენტების შემოწმების ტრენინგების მეორე რაუნდი მოაწყო.
 
ტრენინგი ჰოლანდიელმა ექსპერტებმა იოჰან ჰოლეგიმ და ჰენკ ვან ზანტენმა ჩაატარეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნიკას, პოლიმერის ანალიზს როგორც სამგზავრო დოკუმენტებში, ასევე ფულად ნიშნებში და ტრენინგის ბოლოს გაიარეს ყალბი დოკუმენტების შემოწმების ტესტირება შეძენილი უნარების შემოწმების მიზნით.  
 
 
 
 
 
 
2014 წლის 15 ოქტომბერი
სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
 
2014 წლის 15 ოქტომბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-9 გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი უწყების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

 
 
 
 
 
 
2014 წლის 7 - 9 ოქტომბერი
სტანდარტული ოპერატიული პროცედურები თბილისის მიგრანტთა დაკავების ცენტრისთვის 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 7-9 ოქტობერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანი მიგრანტთა დაკავების ახალი ცენტრისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების განვითარება იყო. მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის წევრი და სხვა ქვეყნების გამოცდილებებს და მათ მიეცათ საშუალება ესაუბრათ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცენტრში მოხვედრილ მიგრანტთა უფლებების დაცვა და დეტალურად განეხილათ დაკავების ალტერნატივები.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” პროექტის ფარგლებში გაიმართა. 
 
 
 
 
 
 
2014 წლის 24 - 25 სექტემბერი
მიგრანტთა გამგზავრებამდე ინტეგრაცია: სამუშაო შეხვედრა
 
სამუშაო შეხვედრა - ”მიგრანტთა გამგზავრებამდე ინტეგრაცია: პერსპექტივები, დამოკიდებულება და მხარდაჭერის გზები”  2014 წლის 24 – 25 სექტემბერს რომში გაიმართა. შეხვედრის მიზანი გამგზავრებამდე ინტეგრაციის მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოებს შორის ინფორმაციის გაცვლა იყო; მონაწილე ქვეყნებმა გამგზავრებამდე საორიენტაციო პრაქტიკის და პოლიტიკის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაში სხვადასხვა მომსახურების სააგენტოები, მიგრანტთა რესურს ცენტრები, დასაქმების სამსახურები, კულტურული დაწესებულებები და კერძო დასაქმების სააგენტოები, დანიშნულების ქვეყნებში მოქმედი საკონსულო სააგენტოები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მრავალფეროვანი გასავრცელებელი მასალების და მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოფენა გაიმართა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მიგრანტთა რესურს ცენტრების, მათ შორის საქართველოში მოქმედი მობილურობის ცენტრის, კონკრეტულ მიდგომებს და მიღწევებს. IOM-ის მობილურობის ცენტრების პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტებზე მორგებულ ერთი-ფანჯრის პრინციპს მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ. კონფერენცია პროექტ ” HEADSTART”-ის ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანი გამგზავრებამდე ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის, ავსტრიის და იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ და მას IOM ახორციელებს. 
 
 
 
 
 
2014 წლის 23 - 25 სექტემბერი
IOM-ის დაცული დოკუმენტების შემოწმების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგი
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით” ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახურის 24 თანამშრომლისთვის დაცული დოკუმენტების შემოწმების და ყალბი დოკუმენტების ამოცნობის ტრენინგს უმასპინძლა.
 
ტრენინგი ჩატარდა თბილისში, 2014 წლის 23 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და მას ესწრებოდნენ სადახლოს, წითელი ხიდის და ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლები.
 
დოკუმენტების შემოწმების ექსპერტი, იან ფოთერიგჰემი, ესაუბრა ტრენინგის მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაცული ქაღალდი, ბეჭდვის ტექნიკა და ნამდვილი დოკუმენტების გაყალბება. მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანების ამოცნობის ტექნიკაზე, რომლებიც საერთაშორისო საზღვრებს სხვა პიროვნებების სახელზე გაცემული დოკუმენტების გამოყენებით კვეთენ.
 
 
 
 
 
 
IOM-ის რეადმისიის მართვის პროექტის უახლესი ბიულეტენი  
ამ საშუალებით თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოში რეადმისიის პროექტის უახლესი ბიულეტენი. ბიულეტენში გაეცნობით პროექტის მთავარ მიღწევებს და რეადმისიის მართვის წარმატებულ ელექტრონულ  სისტემას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიღებული რეადმისიის მოთხოვნების მართვის და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი უწყებათაშორისი დამუშავების ინოვაციურ საშუალებას.
 
IOM-ის ეს პროექტი, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი, 2015 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. 
 
 
 
 
 
 
17 - 19 სექტემბერი 2014
ტრენინგი ქართველი პროკურორებისთვის ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ეფექტური ბრძოლის თემაზე
 
17 - 19 სექტემბერს ქართველი პროკურორებისთვის კაჭრეთში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგი ჩატარდა. 
 
ცხრამეტმა პროკურორმა, მათ შორის საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფის წევრებმა, იმუშავეს  ამერიკელ ექსპერტებთან ერთად და განიხილეს ტრეფიკინგთან ბრძოლის და ტრეფიკინგის მსხვერპლების მიერ სასამართლოს წარმოების დროს ტრეფიკიორების წინააღმდეგ ჩვენების მომზადების ხელშეწყობის ეფექტურ გზები.  
 
ტრენინგები ჩაატარა ფედერალურმა პროკურორმა, მიშელ მოგრანმა, თბილისში აშშ-ს საელჩოს ექსპერტებთან ერთად. ტრენინგი ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) დაფინანსებით. 

 
 
 
 
 
 
2 სექტემბერი 2014
IOM-მა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ჯგუფს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
 
2 სექტემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ჯგუფს 8 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა. სპეციალური ჯგუფი, რომელიც 8 თანამშრომლისგან შედგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ბათუმში მოქმედებს. პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით  პოლიციის თანამშრომლები გასვლითი ოპერაციების დროსაც კი შეძლებენ დაუკავშირდნენ სამინისტროს მონაცემთა ბაზებს და გადაამოწმონ ინფორმაცია ეჭვმიტანილ პირებზე.
 
აღნიშნული ტექნიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. 
 
 
 
 
 
 
მოკლე ანგარიში # 4  
მობილურობის ცენტრმა 2014 წლის ზაფხულში 317 პოტენციური მიგრანტისთვის 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ამ პერიოდში 250-ზე მეტმა დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო ინფორმაცია პროფესიულ სწავლებაზე, ბიზნესის დაწყებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, დოკუმენტების აღდგენა/ლეგალიზაციაზე, დასაქმებასა და სხვა მათთვის აქტუალურ საკითხზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის მობილურობის ცენტრების მიგრანტთა ინფორმირებისა და კონსულტაციის და რეინტეგრაციის ხელშეწყობის განყოფილებების მომსახურების ცენტრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით - მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრებისა და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში ფუნქციონირებს.
 
 
 
 
 
 
ევროკავშირის ექსპერტი საქართველოში მონაცემთა მართვის პრაქტიკას შეაფასებს  
IOM-ის მოწვევით საქართველოს ესტუმრა ბატონი ეივინგ ჰოფმანი, მონაცემთა მართვის ექსპერტი ნორვეგიიდან, რომელიც ქვეყანაში მიგრაციის მონაცემთა მართვის პრაქტიკას შეაფასებს.
 
თბილისში ვიზიტის ფაგლებში ბატონი ჰოფმანი შეხვდება შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ლტოლვილთა და განსახლების და დიასპორის სამინისტროებს და საქსტატის წრმომადგენლებს. ბატონი ჰოფმანი გაეცნობა უწყებების ანალიტიკურ შესაძლებლობებს და მათთან მონაცამების შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ანალიზსა და მონაცემების ეროვნული მოთხოვნების და კანონმდებლობის შესაბამისად  გაცვლაზე ისაუბრებს.  

ბატონი ჰოფმანის საქართველოში ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება ინფორმირებული მიგრაციის პოლიტიკის, მიგრაციის სტატისტიკის და შეთავსებადი მონაცემთა ბაზის განვითარებისთვის.
 
 
 
 
 
 
25 აგვისტო 2014
IOM-მა საქართველოს საკონსულო დეპარტამენტისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 
 
25 აგვისტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარუძღვა დისკუსიას ცვლილებებზე რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის წესში შევა და სავარაუდოდ გაზრდის სავიზო განაცხადების რაოდენობას.    შეხვედრას თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროს 61 თანამშრომელი ესწრებოდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ყატარი, ეთიოპია, ინდოეთი, ეგვიპტე და ჩინეთი,  გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა მოსალოდნელი გამოწვევების საპასუხოდ.
 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაბრუნებული მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომ IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამასა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ოთხ მობილურობის ცენტრზე თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში.
 
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმებზე, ხელმისაწვდომ დახმარებასა და პროცედურებზე. საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების როლი დანიშნულების ქვეყანაში მყოფ ქართველებს შორის ამ ინფორმაციის გავრცელებაში ძალიან დიდია. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო დეტალები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოქმედ მობილურობის ცენტრებსა და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ  სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც პროექტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.  
 
 
 
 
 
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის ახალი რეგულაციების შესახებ       ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება  
IOM-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი რაოდენობით ფლაერები გადასცა, სადაც ჩამოთვლილია უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის ახალი რეგულაციები. ეს რეგულაციები საქარველოს კანონის ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ნაწილია და 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ფლაერები რიგდება თბილისის აეროპორტში და სხვა  ძირითად სასაზღვრო გამშვებ პუქტებში და ხელმისაწვდომია ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის.

სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი რეგულაციების მიხედვით საქართველოში გამგზავრებამდე, უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მოქმედ საქართველოს საკონსულოებში მოხდება. შესაბამისად, 1 სექტემბრიდან ვიზები საზღვარზე აღარ გაიცემა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

კიდევ ერთი სიახლე ამ მიმართულებით, , ელექტრონული პორტალია, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას ახალი რეგულაციების შესახებ და შეძლებენ  ელექტრონულ რეჟიმში სავიზო განაცხადის შეტანას.

აღნიშნული ფალერი და პორტალი, რომელიც სავიზო საკითხების მართვის ელექტრონულ სისტემის ნაწილია, ”მიგრაციის და თავშესაფრის საკითხებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის თემატური პროგრამის” ფარგლებში IOM-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით მომზადდა.