საინფორმაციო და საკონსულტაციო დახმარება
პოტენციური მიგრანტებისათვის
ვისაც საზღვარგარეთ წასვლა განუზრახავს, ცენტრში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული რჩევები და სანდო ინფორმაცია მიგრაციული პროცესების შესახებ. საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით (დასაქმება, ტურიზმი, სწავლა, მუდმივი ბინადრობა და ა.შ.) გამგზავრების მსურველებს მიეწოდებათ ობიექტური ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყნებში ლეგალური მიგრაციის არსებული პირობების, დასაქმების შესაძლებლობის, მიგრანტთა უფლებებისა და არალეგალური მიგრაციის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების შესახებ. ცენტრები გთავაზობთ სატელეფონო, ინდივიდუალურ და ონლაინ კონსულტაციებს. პოტენციური მიგრანტებისათვის
შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ელექტრონული საკონსულტაციო მომსახურება. კონსულტაციები კონფიდენციალური და უფასოა!
გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება? დარეკეთ მობილურობის ცენტრების ცხელ ხაზზე (+995 32) 2 91 34 61 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 – 17:00. ზარები ანონიმური და უფასოა!
თუ გსურთ გაეცნოთ უსაფრთხო მიგრაციის წარმატებულ მაგალითებს, იხილეთ ეს ბროშურა.
ლეგალური ემიგრაციის შესახებ გზამკვლევი შემუშავდა
